ოლივიეს მთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლივიეს მთა
კოორდინატები: 43°43′32″ ს. გ. 170°03′52″ ა. გ. / 43.72556° ს. გ. 170.06444° ა. გ. / -43.72556; 170.06444
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სიმაღლე 1933 
ქედი სამხრეთი ალპები
ოლივიეს მთა — ახალი ზელანდია
ოლივიეს მთა

ოლივიეს მთა (ინგლ. Mount Ollivier) — მთა ახალ ზელანდიაში, კენტერბერის რეგიონში. მდებარეობს კუკის მთის სოფლისგან 2,5 კმ-ით დასავლეთით. სახელი ეწოდა მთამსვლელ ართურ ოლივიეს პატივსაცემად, რომელიც 1897 წელს გარდაიცვალა.[1]

ოლივიეს მთის დალაშქვრა პირველი დიდი მიღწევა ედმუნდ ჰილარის იყო ალპინისტურ ცხოვრებაში. როდესაც 2008 წელს იგი გარდაიცვალა, გაჩნდა მოსაზრებები, რომ მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად მწვერვალისთვის ჰილარის მთა დაერქმივნათ, მაგრამ ეს წინადადება ართურ ოლივიეს ოჯახმა უარყო.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Booker, Jarrod. (18 January 2008) Renaming peak for Sir Ed meets resistance. New Zealand Herald. ციტირების თარიღი: 2009-04-25.