სამხრეთი ალპები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სამხრეთი ალპები (ინგლ. Southern Alps) — ახალი ზელანდიის ალპები, ქედი ახალ ზელანდიაში. გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო აღმოსავლეთისაკენ თითქმის მთელ სამხრეთ კუნძულზე. მაქსიმალური სიმაღლე 3764 მ (კუკის მთა). უმთავრესად აგებულია კრისტალური ფილებით. არის მყინვარები. დასავლეთ კალთაზე მარადმწვანე ტყეებია, აღმოსავლეთ კალთაზე — გვალვაგამძლე ბუჩქნარი და ბალახეულობა.
სტატიის