ოლგა კურილენკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლგა კურილენკო
Olga Kurilenko.jpg
ოლგა კურილენკო
დაბ. ადგილი ბერდიანსკი
უკრაინა
დაბ. თარიღი 14 ნოემბერი 1979
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
წლები 2001–დღემდე
მეუღლე(ები) სედრიკ ვან მოლი (2000–2004)
დემიან გაბრიელი (2006–2007)

ოლგა კურილენკო (ფრანგ. Olga Kurylenko; ინგლ. Ольга Куриленко; დ. 14 ნოემბერი 1979) — ფრანგი მსახიობი და მოდელი. აქტიური სამსახიობო კარიერა 2005 წელს დაიწყო. დედამისი რუს-ბელორუსელია, ხოლო მამამისი უკრაინელი. ბავშვის დაბადებიდან მოკლე ხანში მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. აღზარდა დედამ და ბებიამ. 7 წლიდან შეისწავლა ფორტეპიანო და დადიოდა საბალეტო სტუდიაში. სამოდელო კარიერა 14 წლიდან დაიწყო. ორი წლის შემდეგ საცხოვრებლად ქალაქ პარიზში წავიდა, სადაც მალევე გაფორმა კონტრაქტი სააგენტო Madison-თან. 1992 წელს დედამისთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მრავალი ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა, მათ შორის იყო Glamour, ELLE, Madame Figaro, Marie Claire და Vogue; აგრეთვე იყო რამდენიმე კომპანიის სახე. 1999 წელს ცოლად გაჰყვა ფრანგ ფოტოგრაფს სედრიკ ვან მოლს, და უკრაინის მოქალაქეობა შეიცვალა საფრანგეთის მოქალაქეობით. ოთხი წლის შემდეგ წყვილი გაშორდა ერთმანეთს. 2006 წელს ცოლად გაჰყვა ამერიკელ მეწარმეს დემიან გაბრიელს, რომელსაც 2007 წელს გაშორდა. 2009 წელს ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. კურილენკო ფილანთროპია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: