ოთარ I არაგვის ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოთარ (ოთია) I არაგვის ერისთავი (გ. 1666) — ვახტანგ V-ის დისწული. არაგვის ერისთავი 1660-1666 წლებში. ბიძის, ზაალ არაგვის ერისთავის მკვლელი.

ერისთავის წოდებას იღებს და იწყებს ფარულ ინტრიგების გაბმას მეფის წინააღმდეგ. ეშინია რა ქართლის მეფის რისხვისა, იგი მიემგზავრება სპარსეთში, შაჰ-აბას II-სთან და მისგან არაგვის წოდებულობის მტკიცებას იღებს. ამ დროს როდესაც ოთარი საიდუმლო კავშირში იყო კახეთის მეფე ერეკლე I, ნაზარ ალიხანთან, მას ეყო თავხედობა დაეფიცა უფლის ჯვარცმის სამსჭვალის წინაშე ქართლის მეფის ერთგულებაზე და გატეხა ფიცი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პ. იოსელიანი, „აღწერა დუშეთისა თბილისის გუბერნიის ქალაქისა“, თარგმანი - 2012, გვ. 102