ზაალ არაგვის ერისთავი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაალ არაგვის ერისთავი (გ. 13 მაისი, 1660), ერისთავი 1633-1660. უმეფობის ხანაში ფაქტობრივად განაგებდა კახეთს. როსტომ მეფისა და თეიმურაზ I-ის ბრძოლის დროს ზაალი თეიმურაზ I-ის მხარეზე იყო. 1648-იდან, თეიმურაზის დამარცხების შემდეგ, როსტომ მეფეს შეურიგდა და ირანის შაჰისაგან საერისთავო დაიმტკიცა. ზაალი იყო კახეთის 1659 წლის ანტიირანული სახალხო აჯანყების საერთო ხელმძღვანელი. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ეურჩებოდა ქართლის მეფეს ვახტანგ V-ს, რომლის წაქეზებითაც მოკლეს საკუთარმა ძმისწულებმა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გ. აკოფაშვილი, ქსე, ტ. 4, გვ. 467, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები