ნოსობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოსობი
ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
ბოტსვანის დროშა ბოტსვანა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
სათავე ოტჯიჰავერის ქედი
სათავის სიმაღლე 1900 მ
შესართავი მდინარე მოლოპო
სიგრძე 890 კმ
ნოსობი — ნამიბია
— სათავე, — შესართავი
ნოსობი ვიკისაწყობში

ნოსობი — მდინარის მშრალი კალაპოტი სამხრეთ ნამიბიაში, ბოტსვანისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კალაჰარის რეგიონში. სიგრძე 740 კილომეტრია.[1] წყალი ბოლოს 1989 წელს ჩადგა.

დინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათავეს იღებს ორი მდინარის — სვარტ-ნოსობისა და ვიტ-ნოსობის შეერთების შედეგად (თეთრი და შავი ნოსობი). თავის მხრივ, ეს ორი მდინარე სათავეს ოტჯიჰავერის ქედის აღმოსავლეთ კალთებზე იღებს, ვინდჰუკის აღმოსავლეთით. ერთმანეთს ერწყმიან ქალაქ გობადისიდან 80 კმ-ით სამხრეთით.

ერთმანეთთან შეერთების შემდეგ, მდინარე გაივლის ლეონარდვილისა და არანაოსის დასახლებებს, შემდეგ კი სამხრეთ აფრიკაში, უნიონს-ენდში შედის. ამის შემდეგ, მდინარის კალაპოტზე გაივლის ბოტსვანის საზღვარი და დაახლოებით 200 კმ მანძილზე მიიკლაკნება კგალაგადის ტრანსსასაზღვრო პარკში.

მიჩნეულია, რომ კალაჰარის რეგიონში, ნოსობში წყალი საუკუნეში ერთხელ დგება. სამაგიეროდ, წყალი მიედინება მიწისქვეშ, რაც ბალახისა და აკაციის ერთ-ერთი სახეობის ზრდას განაპირობებს. ხანდახან, დიდი ავდრის შემდეგ, ნოსობში მცირე ხნით დგება წყალი, რა დროსაც მის ნაპირებზე გარეულ ცხოველთა ჯოგები იყრის თავს.

ზღვის დონიდან 890 მ სიმაღლეზე, ნოსობი მდინარე მოლოპოს უერთდება, რომელიც თავის მხრივ, ორანჟის შენაკადია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Raper, P.E. (2004). South African Place Names. Jonathan Ball, Jhb & Cape Town, გვ. 278. ISBN 1-86842-190-2.