ნოელ კაუარდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოელ კაუარდი

ნოელ კაუარდი
დაბ. თარიღი 16 დეკემბერი, 1899
გარდ. თარიღი 26 მარტი, 1973
საქმიანობა დრამატურგი, კომპოზიტორი, რეჟისორი, მსახიობი და მომღერალი
ეროვნება ინგლისელი
ჟანრი დრამა

სერ ნოელ პირს კაუარდი (ინგლ. Sir Noël Peirce Coward; დ. 16 დეკემბერი, 1899 - გ. 26 მარტი, 1973) — ინგლისელი დრამატურგი, კომპოზიტორი, რეჟისორი, მსახიობი და მომღერალი, განთქმული მჭერმეტყველობით, სიდარბაისლით და ტაიმის სიტყვებით "პერსონალური სტილით, გაზავებულით ხალისისა და შიკის, პოზისა და გრაციის კომბინაციით".

ინგლისში დაბადებული კაუარდი ცეკვის აკადემიაში ლონდონში სწავლობდა, რისი წყალობითაც პროფესიული სასცენო დებიუტი თერთმეტი წლის ასაკში ჰქონდა. ჯერ კიდევ ყმაწვილობის ჟამს მოხვდა მაღალ საზოგადოებაში, რაც მისი მრავალი გვიანდელი პიესის მიზანსცენა გახდა. კაუარდს 50-ზე მეტი პიესა აქვს გამოქვეყნებული, რამაც სიცოცხლეშივე დიდი წარმატება მოუტანა. მისი მრავალი ნამუშევარი, მათ შორის "Hay Fever", "Private Lives", "Design for Living", "Present Laughter" და "Blithe Spirit", დღემდე რეგულარულ თეატრალურ რეპერტუარში რჩება. მას დაწერილი აქვს ასობით სიმღერა, ათეულობით მუსიკალურ თეატრალურ ნამუშევართან, პოეზიასთან, რამდენიმე ტომ მოთხრობებთან, რომანთან "Pomp and Circumstance" და სამტომიან ავტობიოგრაფიასთან ერთად. კაუარდის სასცენო და კინოსამსახიობო კარიერა ექვს ათეულ წელიწადს გრძელდებოდა, რომლის განმავლობაში მას მრავალ საკუთარ ნაწარმოებში აქვს როლები შესრულებული.