ნიშტადტის საზავო ხელშეკრულება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზავის შედეგად მომხდარი ტერიტორიული ცვლილებები: ყვეითელი ფერით აღნიშნულია შვედეთის საზღვრები ომამდე, მუქი მწვანე - რუსეთი, დაშტრიხული ყვითელი - ტერიტორიები, რომლებიც გადაეცა რუსეთს ზავის შედეგად.

ნიშტადტის საზავო ხელშეკრულება — ხელშეკრულება რუსეთსა და შვედეთს შორის, რომელმაც დაასრულა 1700-1721 წლების ჩრდილოეთის ომი. დაიდო ფინეთის ქალაქ ნიშტადტში 1721 წლის 30 აგვისტოს. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ იაკობ ბრიუსი და ანდრეი ოსტერმანი.

ხელშეკრულება შეიცავდა პრეამბულასა და 24 მუხლს. რუსეთმა მიიღო ლიფლანდია რიგითურთ, ესტლანდია რეველითა და ნარვით, ინგერმანლანდია (იჟორის მიწა), კარელიის ნაწილი კექსჰოლმით, კუნძულები ეზელი, დაგო და სხვა მიწები ვიბორგიდან კურლანდიის საზღვრამდე. ნიშტადტის საზავო ხელშეკრულების ძალით რუსეთი დამკვიდრდა ბალტიის ზღვაზე და დაუკავშირდა ევროპას, რაც რუსული დიპლომატიის დიდი წარმატება იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება]