ნიჟარა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიჟარა (ნაგებობა).
ნიჟარები

ნიჟარაცხოველების გარეგანი ჩონჩხის ერთ-ერთი ძირითადი სახე. ნიჟარა უვითარდება უმარტივესების (ნიჟარიანი ამებები, შოლტოსნები, ფორამინიფერები), მოლუსკების, მხარფეხიანებისა და ფეხსახსრიანების (უმდაბლესი კიბოები) ზოგ ფორმას. მარტივი ჯამისებრი ნიჟარა, რომელიც სხეულს მხოლოდ ნაწილობრივ იცავს, აქვთ ნიჟარიან ამებეს, უძველეს მუცელფეხიანებს და სხვა. ნიჟარის დამცავი ფუნქცია სრულყოფილი გახდა მას შემდეგ, არც წარმოიქმნა, ერთი მხრივ, ორი — მარჯვენა და მარცხენა (ორსაგდულიანები, ზოგი უმდაბლესი კიბო) ან ზურგისა და მუცლის (მხარფეხიანები) - სადგული (უმთავრესად, გრუნტში ჩაფვლასთან დაკავშირებით) და, მეორე მხრივ, ნიჟარა სპირალურად დაიხვა ჯერ ერთ (თავფეხიანები და ზოგი მუცელფეხიანის პლანოსპირალური ნიჟარა), შემდეგ კი სხვადასხვა (მუცელფეხიანების უმრავსელობის, აგრეთვე ფორამინიფერების ტურბოსპირალური ნიჟარა) სიბრტყეში, რაც სხეულს მეტ მდგრადობას ანიჭებს. ნიჟარის დამცავ ფუნქციას აძლიერებს საკეტები (ორსაგდულიანი ნიჟარა), სარქვლები (სპირალური ნიჟარა) და აგრეთვე მისი ზედაპირის სკულპტურული განვითარება. განსაკუთრებულ პირობებში აღინიშნება ნიჟარის მეტ-ნაკლები რედუქცია (კალმარები, სეპიები). ნიჟარა წარმოიქმნბეა ექტოპლაზმის (ერთუჯრედიანი ორგანიზმები) ან გარეთა ექტოდერმული შრის (მრავალუჯრედიანი ცხოველები) მიერ გამომუშავებული ორგანული ნივთიერებისაგან, რომელსაც ამა თუ იმ სახით უკავშირდება მინერალური ნივთიერებები.განსაკუთრებით რთულია მოლუსკების ნიჟარის კედელი, რომელიც შეიცავს 3 შრეს (პერიოსტრაკუმს, ოსტრაკუმს, ჰიპოსტრაკუმს). ნიჟარებს მცირეოდენი სამეურნეო გამოყენება აქვთ (აკეთებენ სადაფის ღილებს და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება]