ამებები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამებები
Arcella sp.
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
კლასი: სარკოდინები
ლათინური სახელი
Amoebina
დაცვის სტატუსი

ამებები (Amoebina), უმარტივესი ცხოველების რიგი სარკოდინების კლასისა.

ამებების სხეული უჩონჩხოა. მათი დიამეტრია 50 მკმ (მიკრომეტრი), თუმცა არიან 2-3 მმ-მდე დიამეტრის მქონე სახეობებიც. სხეული შედგება ციტოპლაზმისა და ერთი ან რამდენიმე ბირთვისაგან. ციტოპლაზმა ორ შრედ იყოფა: გარეთა — ჰომოგენური, ღია ფერის ექტოპლაზმა და შიგნითა — მუქი და მარცვლიანი ენდოპლაზმა, რომელშიც ბირთვი და ვაკუოლებია. კუმშვადი ვაკუოლი წყლისა და მარილების ცვლას აწესრიგებს.

საჭმლის მომნელებელ ვაკუოლში მოხვედრილი საკვები სათანადო ფერმენტების მოქმედებით გადამუშავება. ამებები მოძრაობენ ციტაპლაზმური გამონაზარდებით — ცრუფეხებით (ფსევდოპოდიები), რომლებითაც საკვებსაც იტაცებენ. არახელსაყრელ პირობებში (წყალსატევის ამოშრობის ან საკვების ნაკლებობისა და სხვა დროს) ამებები მრგვალდებიან, იკეთებენ გარსს და ცისტად გადაიქცევიან. ხელსაყრელ პირობებში მოხვედრისას ცისტის გარსი იშლება და ამებები აქტიურად იწყებენ ცხოვრებას.

ჩვეულებრივ, ამებები უსქესოდ (გაყოფით) მრავლდებიან: ჯერ იყოფა ბირთვი, შემდეგ ციტოპლაზმა. სქესობრივად მრავლდებიან მხოლოდ Amoeba diploidea. ამებების საკვებია ბაქტერიები, მცირე ზომის წყალმცენარეები და უმარტივესნი, ზოგჯერ კი ორგანული ნივთიერებათა ნარჩენები; პათოგენური ენტამება ერითროციტებით იკვებება. ამებები უმეტესად მტკნარწყლიან წყალსატევებში გვხვდება, ზოგი ზღვაში, ნოტიო ნიადაგში ან შლამში ცხოვრობს. მრავალი სახეობა პარაზიტია. ბინადრობს ადამიანისა და ცხოველების ნაწლავებში, მ. შ. ყველაზე საშიშია დიზენტერიის ამება (Entamoeba histolitica), რომელიც ამებურ დიზენტერიას იწვევს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • სვანიძე დ., ქსე, ტ. 1, გვ. 355, თბ., 1975

ზოოლოგია

Rød ræv (Vulpes vulpes).jpg

ზოოლოგიის დარგები

აკაროლოგია

ანთროზოოლოგია

აპიოლოგია

არაქნოლოგია

Cetology

ენტომოლოგია

ეთოლოგია

ჰერპეტოლოგია

იქთიოლოგია

მალაკოლოგია

თერიოლოგია

მირმეკოქორია

Neuroethology

ორნითოლოგია

პალეოზოოლოგია

პრომატოლოგია

ისტორია

დარვინამდელი

დარვინის შემდეგ
დაფა: იხ.  განხ.  რედ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე