ნიკოლოზ ტურჩანინოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ ტურჩანინოვი
რუს. Никола́й Степа́нович Турчани́нов
დაბ. თარიღი მაისი, 1796[1]
დაბ. ადგილი ნიკიტოვკა[2]
გარდ. თარიღი 26 დეკემბერი, 1863 (7 იანვარი, 1864) (67 წლის)
გარდ. ადგილი ხარკივი[2]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ბოტანიკოსი
მუშაობის ადგილი ხარკოვის უნივერსიტეტი და ხარკოვის უნივერისტეტი
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერსიტეტი და ხარკოვის უნივერისტეტი
განთქმული მოსწავლეები გრიგოლ კარელინი და ივანე კრილოვი
ჯილდოები დემიდოვის პრემია

ნიკოლოზ სტეფანეს ძე ტურჩანინოვი (რუს. Николай Степанович Турчанинов; დ. 1796, ნიკიტოვკა — გ. 26 დეკემბერი, 1863 (7 იანვარი, 1864), ხარკივი) — რუსი ბოტანიკოსი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1830). დაამთავრა ხარკივის უნივერსიტეტი (1814). 1814–1828 წლებში მსახურობდა ფინანსთა სამინისტროში სანქტ-პეტერბურგში, ამავდროულად აწარმოებდა ფლორისტიკულ კვლევებს სანქტ-პეტერბურგის გუბერნიასა და აღმოსავლეთ ციმბირში. 1828–1837 წლებში რამდენიმე მოგზაურობა განახორციელა ბაიკალისპირეთსა და იმიერბაიკალეთში. 1845 წელს სამსახურიდან გადადგა. 1847 წლიდან ცხოვრობდა ხარკივში. ძირითადი სამეცნიერო შრომები მიუძღვნა ფლორისტიკას. ავტორია შრომისა „ბაიკალ-დაურიის ფლორა“ (1842–1857). შეისწავლა ჩინეთის, მონღოლეთის, იაპონიის, მექსიკისა და რიგი სხვა ქვეყნების მცენარეები. აღწერა 100-ზე მეტი ახალი გვარი და 1000-ზე მეტი ახალი სახეობა. 1857 წელს მიიღო დემიდოვის პრემია.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #117438804 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Турчанинов Николай Степанович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. Турчанинов Николай Степанович // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 578.