ნიკოლოზ დამასკელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოლოზ დამასკელი (დ. ძვ. წ. 64 — გ. 4 წლის შემდეგ) — ძველი ბერძენი ისტორიკოსი. იუდეველთა მეფის ჰეროდეს მრჩეველი. შემდეგ რომში ცხოვრობდა იმპერატორის კარზე, ნიკოლოზ დამასკელის თხზულებებმა ჩვენამდე მოაღწია ფრაგმენტების სახით. განსაკუტთრებით საინტერესოა „ისტორია“ (144 წიგნად), რომლის წინა თავებში აღწერილია აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია და მითოლოგია; ბოლო წიგნებში კი ძვ. წ. VII-IV საუკუნეების ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების ისტორია (ისტორიის დიდი ნაწილი დაკარგულია); „კეისრის ცხოვრება“ იმპერატორ ავგუსტუსის განდიდების მიზნით არის დაწერილი (იგი ერთადერთი წყაროა ავგუსტუსის ბავშვობისა და ყრმობის შესახებ). მასვე ეკუთვნის თხზულებები: „საკუთარ თავზე და აღზრდაზე“, „ღირსშესანიშნავი ადათების კრებული“. ნიკოლოზ დამასკელის თხზულებების ფრაგმენტები უმთავრესად კონსტანტინე პორფიროგენეტის თხზულებებში შემორჩა; გვხვდება ასევე სტრაბონის, იოსებ ფლავიუსის და სხვ. ნაწარმოებებში. მის პოეტურ და ფილოსოფიურ ნაწარმოებებს ჩვენამდე არ მოუღწევია.

ლიტერატურა[რედაქტირება]