ნატო ნასარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნატო ნასარიძე (დ. 2 ოქტომბერი, 1972, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი ქალი (მშვილდოსნობა), ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1990, 1996, 2000) პირად და გუნდურ შეჯიბრებებში. 1992 წლიდან გამოდის თურქეთის სახელით. მსოფლიოს ჩემპიონატების სამგზის მეორე პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში (1995, 1999, 2003) და ორგზის მესამე პრიზიორი პირად ასპარეზობაში (1995, 1997). ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების თამაშების ჩემპიონი (1997) და მეორე პრიზიორი (1993). XXV, XXVI, XXVII და XXVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1992, ბარსელონა – IX ადგილი; 1996, ატლანტა – XVII ადგილი; 2000, სიდნეი – XXI ადგილი და 2004, ათენი – XXXI ადგილი), დამყარებული აქვს ოლიმპიური რეკორდი (1996). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
მშვილდოსნობა
ბარსელონა, ესპანეთი
ევროპის ჩემპიონატი 1990 1st

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა ნატო ნასარიძე საქართველოს მეხუთე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]