ნარუტო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


ნარუტო
გამოცემის გარეკანი
ナルト
(NARUTO)
ჟანრი თავგადასავალი, ფენტეზი
მანგა
ავტორი მასაში კიშიმოტო
გამომცემელი Shueisha
ჟურნალი Akamaru Jump
გამოსვლის თარიღი 1997 – გრძელდება
ტომების რაოდენობა 53
OVA: Naruto: The Cross Roads CGI OVA
რეჟისორი
სტუდია Studio Pierrot
ეპიზოდების რაოდენობა
გამოსვლის თარიღი
დაკავშირებული ნამუშევრები


ნარუტო (იაპონ. ナルト) — მანგა, რომელის ავტორია მასაში კისიმოტო. სერიალის შექმნამდე, 1997 წელს გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების მანგას პირველი ტომი, რომელიც მალევე მსოფლიო ბესტსელერად გადაიქცა. სიტყვა ნარუტო იაპონურად შეიძლება აღმოცენებას ნიშნავდეს, ან იაპონური მცენარის კამაბოკას ერთ−ერთ ჯიშს, [საჭიროებს წყაროს მითითებას] რომელსაც დახვეული, სპირალისებრი ფორმა აქვს. სპირალისებრი ფორმა სერიალში მრავალჯერ გვხვდება.

ნარუტო უზუმაკი−სერიალის მთავარი გმირი, მეოთხე ჰოკაგეს შვილია. მამამისმა ახალდდაბადებული ბავშვის სხეულში ცხრაკუდა მელა დაამწყვდია, რომელიც მის მშობლიურ სოფელს(კონოჰა) გაანადგურებდა, რომ არა მამის ამგვარი საქციელი. იმავე დღეს დაიღუპნენ ნარუტოს მშობლები.

უფროსებს ნარუტო სძულთ, რადგან მასში მუდმივად ხედავენ დემონს, რომელმაც თითქმის გაანადგურა მათი სოფელი. ასეთი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებსაც, რომლებიც ასე ყოველგვარი ახსნა−განმარტებების გარეშე იქცევიან, რამეთუ არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის თანახმად არც ნარუტოსთან და არც მის თანატოლებთან, რომ არაფერი ვთქვათ მასზე უმცროსებზე არ შეიძლება საუბარი მასში არსებულ დემონზე. ნარუტომ არ იცოდა წარსულში მომხდარი ამბების შესახებ, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდა ამგვარი საქციელის მიზეზს. პირველი ადამიანი, რომელმაც ნარუტო აღიარა და შეიყვარა იყო მისი მასწავლებელი ირუკა ომინო. შემდეგ იყვნენ საკურა ჰარუნო და სასკე უჩია—მისი მეგობრები. კაკაში ჰატაკე მისი მასწავლებელი -სენსეი და ჯირაიამ რომელმაც მას ბევრი რამ ასწავლა. დროთა განმავლობაში ადამიანებმა ნამდვილი ნარუტო აღმოაჩინეს და მიიღეს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.

ანიმე იწყება იმით, რომ ნარუტო კლონის ძიუცუს ვერ შეასრულებს და ამის გამო იგი ვერ მიიღებს გენინის წოდებას, მაგრამ შემდეგ სპეციალური გრაგნილით ისწავლის და მიზუკის დაამარცხებს. ამის შემდეგ იგი საბოლოოდ გენინის წოდებას მიიღებს. ის ხვდება გუნდში ორ მის თანატოლთან, უჩია სასკესთან და ჰარუნო საკურასთან ერთად, რომელთა ხელმძღვანელია ჰატაკე კაკაშიში.

ნინძების გუნდები ასრულებენ მისიებს ჰოკაგეს დავალებით.

[რედაქტირება] პერსონაჟები

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე