ნარიმან ალაჰვერდიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნარიმან ალაჰვერდიევი
დაბადების თარიღი 11 ოქტომბერი, 1939
ნარიშლარი, ლაჩინის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1990
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დაკრძალულია შეჰიდთა ხეივანი
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ

ნარიმან ალაჰვერდიევი (აზერ. Nəriman Allahverdiyev, სრული სახელი:Nəriman Əmir oğlu Allahverdiyev; დ. 11 ოქტომბერი, 1939, ნარიშლარი — გ. 20 იანვარი, 1990, ბაქო) — ბაქოს შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1939 წლის 11 ოქტომბერს ლაჩინის რაიონის სოფელ ნარიშლარში. ოჯახის ხუთი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. მამამისი დიდ სამამულო ომში დაიღუპა, ამიტომ დედამისი ბილგეისი თავად ზრდიდა შვილებს. შემდეგ ოჯახი აღდამის რაიონის სოფელ შაჰბულახში გადავიდა, ნარიმანი და მისი ძმა სასწავლებლად ბაქოში გადავიდნენ, სადაც ჩაირიცხნენ დარნაგულის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, სკოლის დამთავრების შემდეგ ფერმწერი გახდა.

შავი იანვრის ტრაგედიის დღეს დაიღუპა წითელი არმიის თავდასხმის შედეგად. დაკრძალეს შეჰიდთა ხაივანში

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]