ნანა ჯანაშია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნანა ჯანაშია (დ. 25 ივნისი, 1972, თბილისი — გ. 17 აგვისტო, 2023, ლას-გალერასი) — ქართველი ბიოლოგი, პედაგოგი. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) დამაარსებელი (1998) და აღმასრულებელი დირექტორი გარდაცვალებამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ეკოლოგიის კათედრა.

1997 წლიდან მუშაობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გარემოს დაცვის პოლიტიკისა და მეცნიერების დეპარტამენტში. 1993 წლიდან — თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტის ეკოლოგიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი. 1997 წლიდან Caucasus Trevel LTD-ს კონსულტანტი გარემოსდაცვით საკითხებში. 1994 წლიდან „ველური ბუნების შენარჩუნების ქართული ცენტრის“ მდგრადი განვითარების პროგრამის კოორდინატორია. 1998 წლიდან იყო Acta Consultants Georgia-ს მენეჯერი.

1998 წელს დააფუძნა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და სიცოცხლის ბოლომდე იყო მისი აღმასრულებელი დირექტორი. ამ 25 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 300-მდე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელა კავკასიის რეგიონში.[1]

დაიცვა მანჩესტერის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი თემაზე: „ეკოტურიზმი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ (1997). გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები: „ეკოტურიზმი საქართველოში: მნიშვნელობა და პერსპექტივები“ (1998), „ახალი ამბები საქართველოდან“ (ლონდონი, 1998), „მდგრადი ტურიზმის განვითარება საქართველოში“ (1998), „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემა“ (1998).

დაიღუპა ლას-გალერასში (დომინიკელთა რესპუბლიკა) დასვენების დროს, მეხის დაცემის შედეგად.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. 1998–1999, გვ. 428

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „გარდაიცვალა ნანა ჯანაშია, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი“. რადიო თავისუფლება. 19 აგვისტო, 2023. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)