ნამკოდრის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნამკოდრის ქედი
კოორდინატები: 43°04′09″ ჩ. გ. 42°54′18″ ა. გ. / 43.069389° ჩ. გ. 42.905056° ა. გ. / 43.069389; 42.905056
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3911 
ამგებელი ქანები ფიქალი, ქვიშაქვა
ნამკოდრის ქედი — საქართველო
ნამკოდრის ქედი
ნამკოდრის ქედი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ნამკოდრის ქედი

ნამკოდრის ქედი, ნაშკოდრის ქედიქედი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის განშტოებას, მდინარეების ტვიბერისა და წანერის აუზების წყალგამყოფს. იწყება ტიხტენგენის მწვერვალთან და მთავრდება მდინარეების ტვიბერისა და წანერის შესაყართან. ქედის უმაღლესი ადგილის სიმაღლე ზღვის დონიდან 3911 . აგებულია კამბრიულისწინა და ქვედაპალეოზოური ასაკის კრისტალური ფიქლებით, იურული ქვიშაქვებითა და ფიქლებით. ქედის კალთებზე ჩამოყალიბებულია შერეული ტყეების, სუბალპური, ალპური, სუბნივალური და ნივალური სიმაღლებრივი ლანდშაფტური ზონები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]