ნაადრევი ქორწინება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადრეული ქორწინება — ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორ პირს შორის, რომელთაგან ერთ-ერთი ან ორივე არასრულწლოვანია.ადრეული ქორწინება მიჩნეულია ბავშვთა უფლებების დარღვევად, რადგან ბავშვებს, თავისი ასაკიდან გამომდინარე, ქორწინებაზე თავისუფალი, გააზრებული და ინფორმირებული თანხმობის გაცემა არ შეუძლიათ.

მსოფლიოში ადრეულ ქორწინებაში მყოფი ვაჟების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია გოგონათა რაოდენობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადრეული ქორწინების ცნება გენდერული ჩაგვრის მკვეთრად გამოხატულ ნიშან-თვისებებს ატარებს.გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემების მიხედვით, ადრეულ ასაკში დაქორწინების პრაქტიკა ყველაზე გავრცელებული აფრიკასა და სამხრეთ აზიაშია. თუმცა, ახლო აღმოსავლეთსა და აზიის სხვა ნაწილებშიც ტრადიციების მიმდევართა შორის კვლავ აქტუალურია სქესობრივი მომწიფების პერიოდში მოზარდთა დაქორწინება. სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ოჯახები გოგონებს სქესობრივი მომწიფების დაწყებამდეც კი აქორწინებენ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში გავრცელებულია გოგოების 16-18 წლის ასაკში დაქორწინება.[1]

ადრეული ქორწინება უფრო ფართოდაა გავრცელებული, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები აჩვენებს. მაგალითად, ინდოეთში, რაჯასტანის შტატში, 1993 წელს 5000 ქალში ჩატარდა გამოკითხვა. შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 56% 15 წლამდე იყო დაქორწინებული, მათგან 17% კი 10 წლამდე უკვე ქორწინებაში იმყოფებოდა. ეთიოპიასა და დასავლეთ აფრიკის ნაწილებში შვიდი ან რვა წლის ასაკში ქორწინება იშვიათი არ არის. ჩრდილოეთ ნიგერიაში, კების შტატში, გოგონების ქორწინების საშუალო ასაკი 11 წელია, სრულიად ქვეყანაში კი ქორწინების საშუალო ასაკი 17 წელს არ სცდება.მსოფლიოს მასშტაბით,650 მილიონ გოგონაზე მეტი გათხოვდა 18-წლამდე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლიდან არის დაშვებული. სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ 16 წლამდე ასაკის მიუღწეველ ბავშვთან თანაცხოვრება ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ახალგაზრდას ოჯახის წევრები აღიქვამენ როგორც ბავშვს და სურს საწინააღმდეგოს დამტკიცება.​
  • არსებობს ფიზიკური ლტოლვა, რომელსაც სიყვარულის გრძნობაში ურევენ.​
  • მშობლების ზეწოლის გამო.​
  • ტრადიცია და რელიგია.​
  • მატერიალური და ეკონომიკური პრობლეების ზეგავლენით.
  • დაუცველობიდ შეგრძნება
  • სექსუალური განათლების სიმწირე
  • სიღარიბე

მდგომარეობა საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქალთა 17 პროცენტი 18 წლამდე ქორწინდება
  • ყველაზე მეტმა თინეიჯერმა 2009 წელს იქორწინა: 1271 ბიჭი და 5596 გოგონა. ​აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

ადრეული ქორწინება გენდერულ ჭრილში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ადრეული ქორწინების მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გენდერული როლები და სტერეოტიპები. ​
  • ​ის განსხვავებულ გავლენას ახდენს ბიჭებსა და გოგონებზე.
  • მსოფლიოში ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა გოგონებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.

ადრეული ქორწინების შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ორივე პარტნიორი იძულებულია, სწავლის პროცესი ან შეკვეცილი ფორმით გააგრძელოს, ანდა სულაც შეწყვიტოს.​
  • უმაღლესი განათლების მიღების შანსი ამ შემთხვევაში სულ უფრო და უფრო მცირდება, ბავშვის გაჩენის შემდეგ კი პრაქტიკულად ისპობა, რადგან პარტნიორები იძულებულნი არიან, მიმდინარე ცხოვრებისეულ საკითხებს გაუმკლავდნენ.
  • ელემენტარული საარსებო პირობების დაუკმაყოფილებლობა, მუდმივად სხვაზე (ძირითადად მშობლებზე) ეკონომიკური დამოკიდებულების გაუსაძლისი ტვირთი ახალგაზრდა ოჯახებს ხშირად გადაულახავი ფსიქოემოციური პრობლემების წინაშე აყენებს.​
  • ბავშვის ან საკუთარი თავის ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების შეუძლებლობა წყვილში განხეთქილებას და მუდმივი კონფლიქტის საფუძველს წარმოშობს.
  • ადრეულ ასაკში დაქორწინების გადაწყვეტილების მიღებისას, წყვილის ფსიქო-სოციალური ჩამოყალიბება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. მათ მომავალში ხშირ შემთხვევაში ეცვლებათ ღირებულებითი ორიენტირი, შეხედულებები სხვადასხვა საკითხებზე, გემოვნება, მისწრაფებები, ინტერესები, რაც წყვილს შორის ხშირად ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახის დანგრევის მიზეზი ხდება.
  • ადრეულ ქორწინებაში მყოფ გოგონებს, რომელთა ფიზიკური განვითარება ჯერ კიდევ მოზარდობის სტადიაში იმყოფება და სრულად არ არის მომწიფებული სქესობრივი ცხოვრების, დედობის, აბორტებისა და ამ ყველაფრის თანმხლები ბევრი ქალური დაავადებისთვის. მოზარდობის ასაკში მიმდინარე ორსულობა და მშობიარობა გოგონას ჯანმრთელობას ზიანს აყენებს და ზრდის გართულებების წარმოშობის ალბათობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]