მწვანე თუთიყუში[1] (ლათ. Amazona) — ფრინველთა გვარი თუთიყუშისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 30 თანამედროვე და 2 ამომწყდარ სახეობას.[2] გავრცელებული არიან ამერიკაში — მექსიკიდან ლა-პლატამდე. საშუალო ზომის ფრინველებია, კუდი მოკლე აქვთ; შეფერილობაში ჭარბობს მწვანე ფერი წითელი, ყვითელი და ცისფერი შენარევებით. ამაზონური თუთიყუში (A. amazonica) ბინადრობს სამხრეთ ამერიკაში; მისი სხეულის სიგრძეა 35 სმ. ბუდობს ფუღუროებში. მკვიდრი ფრინველია. იკვებება ნაყოფებით. ხშირად ჰყავთ ზოოპარკებში.