მცხეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მცხეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანიარქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ მცხეთის ჩრდილოეთით, ღართისკარის ხევის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება ელინისტური ხანით. ძეგლის გათხრა 1980 წელს დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგთა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. აფაქიძე). აღმოჩნდა კედლები და ოთხკუთხა კოშკები, მოსწორებულ ტერასებზე (2,8 X 1,4-3 მ) ამოყვანილია ხის ძელებით გამაგრებული რიყის ქვის საფუძველი, რომელზეც აღმართულია ალიზის კედელი (სიგრძე 3მ). ალიზის აგურები (0,5X0,22X0,12 მ; 0,37X0,22X0,12 მ) გადაბმულია ჯაჭვურად და შემტკიცებულია თიხის ხსნარით. აქვე აღმოჩნდა წითლად ანგობირებული პირმოყრილი ქუსლიანი ჯამები. ღართისკარში აღმოჩენილი საფორტიფიკაციო სისტემა წარმოადგენს ანტიკური ხანის მცხეთის ჩრდილოეთის კარს და გვაწვდის მასალებს ამ პერიოდის მცხეთის ისტორიული ტოპოგრაფიის დასადგენად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]