მყინვარული ნალექები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მყინვარული ნალექები — გეოლოგიური ნალექები, რომლებიც გენეტურად დაკავშირებულია ძველ და თანამედროვე მთის მყინვარებთან და კონტინენტურ ყინულსაფართან. განარჩევენ საკუთრივ მყინვარულ ნალექებს და წყალ-მყინვარურ ნალექებს.
საკუთრივ მყინვარული ნალექები წარმოიქმნება მყინვარში შეზრდილი ნატეხი ქანების უშუალოდ მყინვარის ძირზე დალექვით.
წყალ-მყინვარული ნალექები წარმოიქმნება მყინვარის შიგნით და პერიფერიაზე მომდნარი ყინულის წყლით დახარისხებული და დალექილი მორენული მასალისაგან.
მყინვარული ნალექები განსაკუთრებით დამახასიათებელია ანთროპოგენური სისტემისათვის.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 7, გვ. 240, თბ., 1984