მუჰამად რიზა აგაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰამად რიზა აგაჰი
დაბადების თარიღი 1809[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი ხივა
გარდაცვალების თარიღი 1874[1] [2] [3] [4]
გარდაცვალების ადგილი ხივა
საქმიანობა პოეტი
ენა უზბეკური ენა
მოქალაქეობა  უზბეკეთი

მუჰამად რიზა აგაჰი (უზბეკ. Muhammad Rizo Ogahiy; დ. 1809, ხივა — გ. 1874, იქვე) — უზბეკი მწერალი, მთარგმნელი, ისტორიკოსი. ხივის სასახლის კარის მემატიანე. წერდა უზბეკურ და ტაჯიკურ ენებზე. განაგრძო თავისი წინამორბედის შრომა და ხვარაზმის ისტორია 1839-1840 წლებიდან 1872 წლებამდე გაასრულა. მისი მატიანე დაწერილია მაღალფარდოვანი სტილით, გადატვირთულია შედარებებითა და მეტაფორებით. ტექსტში ჩართულია ლექსები, არაბული და სპარსული ციტატები. მუჰამად რიზა აგაჰი ავტორია დივანისა „შეყვარებულთა თილისმა“, რომელშიც სამიჯნურო ჰანგებს სოფლის სამდურავიც ერთვის. უზბეკურ ენაზე თარგმნა აღმოსავლეთის კლასიკოსთა 20-ზე მეტი ისტორიული და მხატვრული თხზულება, მათ შორის საადის „გოლეთსანი“ („ვარდნარი“), ჯამის „ბეჰარესთანი“ („გაზაფხულის ბაღი“) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]