მუღანის ვაკე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მუღანის ვაკე, მუღანის სტეპი, მტკვარ-არაქსის დაბლობის ნაწილი მტკვრისა და არაქსის შესართავის სამხრეთით, აზერბაიჯანში. სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ირანშია. სამხრეთით თანდათანობით გადადის ლენქორანის დაბლობში. მუღანის ვაკე ალუვიური ვაკეა, რომლის დიდი ნაწილი ოკეანის დონეზე დაბლა მდებარეობს. ნიადაგი — მდელოსი, მდელოს რუხი, რუხ-ყავისფერი, ადგილ-ადგილ დამლაშებულია. მცენარეულობა — ნახევარუდაბნოსი. ბამბის ნათესები, საზამთრო საძოვრები.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 7, გვ. 214, თბ., 1984
სტატიის