მურსილი I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მურსილი Iძველი ხეთური სამეფოს ერთ-ერთი მმართველი, შვილიშვილი (თუ შვილობილი) და მემკვიდრე ხათუსილი I-ისა, მცირე აზიის მრავალი ოლქის დამორჩილების შემდეგ მურსილიმ დაარბია ხალაფი (ჰალაბი), დაამარცხა ხურიტები და დაანგრია ქ. ბაბილონი (ძვ. წ. 1595). მოკლეს ხათუსაში სამეფო კარის ინტრიგების შედეგად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]