მუვათალი II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუვათალი IIხეთების მეფე, მურსილი II-ის ძე. ჩვენმდე მოაღწია ხეთურ ენაზე შედგენილმა ვრცელმა ხელშეკრულებამ, რომელიც მუვათლიმ დადო მცირე აზიის სამხრეთ-დასვლეთში მდებარე ხეთების ვასალური ქვეყნის - ვილუსას - მმართველ ალექსანდუსთან. მუვათალი ცდილობდა ხეთების პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებას ჩრდილოეთ სირიის სამთავროებზე. ამ მიზნით იგი კადეშთნ შეებრძოლა ეგვიპტელების ლაშქარს, რომელსაც რამსეს II მეთაურობდა (ძვ. წ. 1312). ბრძოლამ წარმატება ვერცერთ მხარეს ვერ მოუტანა, ხეთები კვლვინდებურად ბატონობდნენ ჩრდილოეთ სირიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]