თუთხალია IV

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თუთხალია (მრავალმნიშვნელოვანი).

თუთხალია IV - ხეთების სამეფოს მეფე დაახლ. ძვ.წ. 1250-1220 წწ. ხათუსილი III-ს შვილი. მისი მეფობის დროს ხეთებმა დიდი წარმატება მოიპოვეს საგარეო პოლიტიკაში: შემოიმტკიცეს მცირეაზიული ვასალური ქვეყნები, ილაშქრეს დასავლეთში (ასუვაში), სადაც გაძლიერებული იყო ახიავა, მეგობრული ურთიერთობა განამტკიცეს ეგვიპტესთან, დაამყარეს კავშირი ასურეთთან, რომელიც ავიწროვებდა ხეთების აღმოსავლეთ პროვინციებს. დიდი გავლენა მოიპოვეს ჩრდილოეთ სირიაში (უგარითში), ხელშეკრულებები დადეს ამურუსთან, დათასასთან, პარალელურად მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, შექმნეს იაზილიკაიის კლდეზე ამოკვეთილი ხეთი მეფეების და ღვთაებების სკულპტურათა გალერეა.

თუთხალია IV-ს ჰქონდა "სამყაროს მეფის" ტიტული, თუმცა მისი მბრძანებლობის დასასრულს ხეთების სამეფო, შინა წინააღმდეგობათა გამწვავების გამო, დაცემის გზას დაადგა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

წინამორბედი:
ხათუსილი III
ხეთების მეფე

ძვ. წ. 1250-1300
შემდეგი:
არნუვანდა III
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე