მურმან ჯგუბურია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მურმან კონსტანტინეს ძე ჯგუბურია (დ. 12 ივნისი, 1938, სოფ. ოქუმი, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი — გ. 6 აგვისტო, 2020) — ქართველი პოეტი, მწერალი, მთარგმნელი. 1972 წელს დაამთავრა მოსკოვის პოლიგრაფიული ინსტიტუტი. 1964 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი, პირველი პოეტური კრებული „ლექსები“ — 1969 წელს. მას ეკუთვნის ლექსების კრებულები: „მდინარის პირა ყანა“ (1977), „შენ იყურები სარკმლიდან ახლა“ (1983), „ლექსები“ (1984), რომანი „ორი თვალი“ (1984), აგრეთვე ივანე ბუნინის ლექსების თარგმანი (კრებული „შემოდგომა“, 1975). მურმან ჯგუბურიას ცალკეული ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ და პოლონურ ენებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]