მრავალძლის წმინდა გიორგის ნიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მრავალძლის წმინდა გიორგის ნიში — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების სამხრეთით. აგებულია XX საუკუნეში. სიმაღლე 3,2 მეტრია. მისი ქვედა მასიური კორპუსი (1x1 მეტრი) ნატეხი ქვითაა ნაშენი. ჩრდილო, აღმოსავლეთ და დასავლეთ წახნაგებში სწორკუთხა ნიშებია. მათგან ჩრდილოეთის ნიშის ზემოთ თიხის მილია ჩასმული. ზედა ნაწილი აგურით ნაგებია. ოთხ კვადრატულ ბურჯზე დაყრდნობილი თაღებით გახსნილი ფანჩატურია (შიგ ბრინჯაოს ზარი კიდია). სახურავი ოთხფერდაა, თუნუქის, წვერზე ლითონის ჯვარი ადგას. ნაგებობა შელესილი და შეთეთრებულია.

ლიტერატულა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]