მონოპლაკოფორები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მონოპლაკოფორები
Neopilina
Neopilina
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: მოლუსკები
კლასი: მონოპლაკოფორები
ლათინური სახელი
Monoplacophora
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მონოპლაკოფორები, ერთფირფიტიანები (Monoplacophora), უხერხემლოთა კლასი მოლუსკების ტიპისა. ცნობილი იყო მხოლოდ ქვედა პალეოზოური პერიოდის ნამარხი ფორმები. 1952 წელს წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში 3950 მ სიღრმიდან მოიპოვეს მონოპლაკოფორების რამდენიმე ცოცხალი ეგზემპლიარი, რომელსაც უწოდეს Neopilina galatheae. აქვს კონუსისებრი ნიჟარა (3 სმ დიამეტრისაა). სხეული შედგება თავისაგან, ტანისა და ფეხისაგან. თვალები არა აქვს. საჭმლის მომნელებელი სისტემა შეიცავს ხახას, საყლაპავს, კუჭს, შუა და უკანა ნაწლავს. პირზე აქვს საფხეკი, გული შედგება 2 პარკუჭისა და 4 წინაგულისაგან. გამოყოფას 6 წყვილი თირკმელი ემსახურება. ნერვული სისტემა მოიცავს ხახისირგვლივ ნერვულ რკალს, ორ წყვილ პედალურ და პლევროვისცერალურ ნერვულ წარმონაქმნს. გაყოფილსქესიანებია. კლასში 60 სახეობამდეა, მათგან 6 თანამედროვეა და გაერთიანებულია ნეოპილიანას გვარში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ლეჟავა გ., ქსე, ტ. 7, გვ. 99, თბ., 1984
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე