მონანიება (ფილმი, 2007)

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მონანიება

ფილმის პოსტერი
კინოსტუდია: Universal Pictures
Focus Features (აშშ)
Studio Canal (საფრანგეთი)
სცენარის ავტორი: რომანი:
იენ მაკიუენი
სცენარი:
კრისტოფერ ჰემპტონი
როლებში: ჯეიმს მაკევოი
კირა ნაიტლი
სირშა რონანი
რომოლა გარი
ვანესა რედგრეივი
რეჟისორი: ჯო რაიტი
კომპოზიტორი: დარიო მარიანელი
პროდიუსერი: ტიმ ბევანი
ერიკ ფელნერი
პოლ ვებსტერი
გამოსვლის თარიღი: დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთ. სამეფო
7 სექტემბერი, 2007
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
7 დეკემბერი, 2007
ხანგრძლივობა: 123 წუთი
ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო
საფრანგეთი
ენა: ინგლისური
ფრანგული
ბიუჯეტი: 30,000,000$
მოგება:
128,395,584$
IMDb პროფილი


"მონანიება" (ინგლ. Atonement) არის ოსკარის მფლობელი 2007 წლის ფილმი, რომელიც გადაღებულია იან მაკევანის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, ის დაფუძნებულია კრისტოფერ ჰამპტონის ეკრანულ ნოველაზე და მისი რეჟისორია ჯო რაიტი. გადაღებები მიმდინარეობდა 2006 წლის ზაფხულში. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჯეიმს მაკევოი და კირა ნაიტლი. ფილმის პრემიერა შედგა 2007 წლის 7 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში, ხოლო 2007 წლის 7 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში. "მონანიებამ" გახსნა 2007 წლის ვენკუვერის საერთაშორისო კინო-ფესტივალი, ასევე 64-ე ვენეციის საერთაშორისო კინო-ფესტივალი. ამის წყალობით, ჯო რაიტი 35 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორი, რომლის ფილმმაც გახსნა ცერემონიალები. კინო-აკადემიის მე-80 დაჯილდოვების ცერემონიალზე ფილმმა აიღო ოსკარი ნომინაციისათვის: ფილმისათვის შექმნილი საუკეთესო, ორიგინალური მუსიკა. ასევე იყო წარსდგენილი 6 სხვა ნომინაციაზე. ბრიტანული აკადემიის კინო-დაჯილდოვების 61-ე ცერემონიალზე მან გაიმარჯვა ნომინაციაში: წლის საუკეთესო ფილმი.

პირადი ხელსაწყოები