სირშა რონანი
| სირშა რონანი Saoirse Ronan |
|
მსახიობი სირშა რონანი 2008 წელს |
|
| დაბადების სახელი | სირშა უნა რონანი[1] |
| დაბადების ადგილი | ნიუ-იორკი, აშშ |
| დაიბადა | 12 აპრილი 1994[2] |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 2003-დღემდე |
| ოფიციალური ვებგვერდი | saoirse-ronan.org |
სირშა რონანი (ინგლ. Saoirse Una Ronan; დ. 12 აპრილი 1994, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელ-ირლანდიელი მსახიობი.[3][4] ნომინირებულია ოქროს გლობუსსა და ბაფტაზე.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
სირშა რონანი დაიბადა ქალაქ ნიუ-იორკში, მონიკა და პოლ რონანების ოჯახში, რომლებიც იმ დროს ნიუ-იორკში სახლობდნენ. იგი ოჯახში ერთადერთი შვილია. ამჟამად განათლებას ღებულობს საშინაო სკოლაში და კარლოუს საგრაფოში ცხოვრობს.
თავდაპირველად სირშა მონაწილეობას ღებულობდა სერიალებში, როგორებიცაა „კლინიკა“ და „დამტკიცება“. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი კინოში მიიღო 2007 წელს ჯო რაითის ფილმში „მონანიება“. 2009 წელს გადაიღეს ფილმში „საყვარელი ძვლები“, სადაც ითამაშა 14 წლის მოზარდი გოგონას როლი, რომელიც მანიაკმა შეიტყუა განცალკევებულ ადგილას და შემდეგ მოკლა.
2010 წელს როლი მიიღო ფილმში „გზა შინისაკენ“, სადაც მისი პარტნიორები საგადასაღებო მოედანზე გახდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები კოლინ ფარელი და ედ ჰარისი. 2011 წელს ჯო რაითმა გადაღებებზე კვლავ სირშა რონანი მიიწია, ამჯერად ფილმისთვის „ჰანა: სრულყოფილი იარაღი“.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
| წელი | ფილმი | როლი | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 2003–2004 | კლინიკა | რიანონ ჯერათი | 4 ეპიზოდი |
| 2005 | დამტკიცება | ორლა ბოლანდი | 4 ეპიზოდი |
| 2007 | ჯონათან ტუმის სააღდგომო სასწაული | სელია ჰარდვიკი | |
| მონანიება | ბრაიონი ტალისი (13 წლის) | ||
| შენი არასდროს ვიქნები | იზი | ||
| 2008 | სასიკვდილო ნომერი | ბენჯი | |
| ქალაქი ემბერი | ლინა მეიფლიტი | ||
| 2009 | საყვარელი ძვლები | სიუზი სელმონი | |
| 2010 | გზა შინისაკენ | ირენა | |
| 2011 | ჰანა: სრულყოფილი იარაღი | ჰანა | |
| არიეტი | არიეტი | ||
| ვიოლეტა და დეიზი | დეიზი |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- სირშა რონანი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- (ინგლისური) სირშა რონანი
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ [1]
- ↑ Peter Debruge (4 October 2007). Saoirse Ronan. Variety. წაკითხვის თარიღი: 13 December 2008.
- ↑ Xan Brooks. “Saoirse Ronan: A name to reckon with“, 23 January 2010. „'You actually say it 'Sairsha'...But you can also say it Sersha, or Seersha – both are OK.'“ But see also the following ref for variant pronunciations.
- ↑ Bernadette McNulty. “Saoirse Ronan interview for The Lovely Bones: Bafta-nominated Saoirse Ronan, 15, talks about her moving role in 'The Lovely Bones.' [print version: Girl with heaven in her eyes]“, 16 February 2010 [print version: 13 February], p. R9. „[S]he was named after a figure in a painting bought by her aunt from a Maze prisoner, which now hangs on her own bedroom wall. Saoirse (pronounced Sir-sha) is the Gaelic word for 'freedom'.“ See also inogolo:pronunciation of Saoirse Ronan.