მომხმარებლის განხილვა:Warrior/არქივი 1

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ჯაბა ლაბა 04:06, 11 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედიელი:Avt--avt0 - მგონი ეს მომხმარებელი ხარ? ვიღიმი--ცანგალა () 08:55, 12 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

დიახ. ეგ მომხმარებელი ვარ

გამარჯობა. ასეთი სათაურის ფაილების ატვირთვა ფაილი:1.jpg არ შეიძლება. ფაილის ატვირთვის ფორმამდე ამის შესახებ ინსტრუქციაა მოცემული:

ველში «ფაილის ახალი სახელი» ჩაწერეთ სახელი, რომლითაც იგი შეინახება ვიკიპედიაში. მიზანშეწონილია, რომ მან ასახოს მისი შიგთავსი.

ბრეტონელები[წყაროს რედაქტირება]

სტატიას ბრეტონელები დავუმატე საერთაშორისო ბმულები. მომავალში შენ დაუმატე და ავტომატურად ქართული ჩაჯდება ყველა ენაში. სასურველია ქართ. დაუმატო რომელიმე ერთ-ერთ ენაში (ინგლ.). --ცანგალა () 08:10, 18 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

თარგი:ინფოდაფა ეთნიკური ჯგუფი ახლა ეს თარგი ჩასვი სტატიაში ბრეტონელები და ისეთივე იქნება როგორც მაგ. სტატიაში ქართველები. სურათი ინგლ. ვიკიდან შემოიტანე. ნელ-ნელა ყველაფერს ისწავლი.--ცანგალა () 08:22, 18 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

ავსტრიელები[წყაროს რედაქტირება]

ავთომ ყველაფრის გაკეთება იცის, მაგრამ ხანდახან ზარმაცობს ვიღიმი. სტატია ავსტრიელები Österreicher - კი ბატონო მასე წარმოითქმის ოსტერრაიხერ, მაგრამ არსებობს ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, რომლის მიხედვით Ö, როგორც ე შემოდის ქართულში. იხ. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში #გერმანული. მაგ. ö ან oe - ე (და არა იო ან ო): Köln - კელნი (და არა კიოლნი ან კოლნი), Schönberg - შენბერგ-ი (და არა შონბერგი), Röntgen - რენტგენი, Wilamowitz-Moellendorf - ვილამოვიც-მელენდორფი, Ötztaler Alpen - ეცტალის ალპები. ამიტომ უნდა დაიწეროს ესტერრაიხერ ან საერთოდ ამოვიღოთ სტატიიდან. ისე ბრეტონელებში თარგი ჩასვი.--ცანგალა () 09:55, 18 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

სურათების ლიცენზიები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ. აუცილებელია, თქვენს მიერ ატვირთულ სურათებს წყაროსთან ერთად მითითებული ჰქონდეს ლიცენზიაც. ზოგიერთი ასეთი ლიცენზიის ხილვა შეგიძლიათ აქ. საუკეთესო სურვილებით,—G.G. 05:00, 19 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Mebrdzoli xevsuri.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ.

ასევე:
საუკეთესო სურვილებით,—G.G. 05:33, 21 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]
ავთო, ვეთანხმები გიორგის და საინტერესო სურათები გაქვს ატვირთული და აუცილებლად მიუთითე წყაროები.

ავთო ახლა ვისაუბროთ კატეგორიებზე. ბრიგანტები ცუდი არ იქნება თუ ჩასვამ Категория: Народы древних Британских островов ე. ი. კატეგორია:ძველი ბრიტანული კუნძულების ხალხები - იმედია სწორედ გადავთარგმნე. შემდეგ ეს კატეგორია იქნება წითელი დააწკაპუნე და ჩაწერე Категории: Исчезнувшие народы Европы | Доисторические Британские острова | История Великобритании | История Ирландии (ქართულად) და ა. შ. ასე შექმნი კატეგორიებს და უფრო უკეთესი იქნება. და კიდევ ერთი თხოვნა რუს. ჩაგისვია ქართული ბმული. გთხოვ ანბანურად ჩასვა ე. ი. ი შემდეგ და არა გ. შემდეგ. ბოტმა უკვე ჩასვა ყველა ენაში. წარმატებები.--ცანგალა () 07:14, 21 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ვიკიპედიის კატეგორიებში სტატიები არ იწერება. — BH განხილვაწვლილი 18:37, 21 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიები ასე არ იქმნება. როდესაც რომელიმე სტატიაში მიუთითებთ ვთქვათ, ასე კატეგორია:ბრიტანელები, ის სტატია ავტომატურად ჩაჯდება კატეგორიაში მითითებულ სიებში. ხელით ეს სტატიები კატეგორიაში არ შეგვაქვს. — BH განხილვაწვლილი 20:05, 21 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

ავთო მოდი ვისწავლოთ კატებორიები. მაგ. ბრიგანტები შევცვალე კატეგორია. შენ ხედავ რომ კატეგორია წითელია. დააწკაპუნე იმ წითელ კატეგორია და ჩაწერე Категории: Исчезнувшие народы Европы | Доисторические Британские острова | История Великобритании | История Ирландии (ქართულად). ასე ქმნი კატეგორიიის ქვეკატეგორიებს. გთხოვ გააკეთო, რომ მე მივხვდე, რომ შენგაიგე.--ცანგალა () 20:26, 22 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია. მაგრამ მოდი სჯობია თქვენ შექმენით კატეგორია და შემდეგ ჩასვით ჩემი სტატიები. და მე სტატირბის წერას გავაგრძელებ კარგი?

ეგრე არ კეთდება. როდესაც სტატია იწერება, ქვევით მიეთითება კატეგორია. ვთქვათ, მე დავწერე სტატია თაგვზე. ქვევით მივაწერ კატეგორიას - მღრღნელები. მერე შევდივარ იმ წითელ კატეგორიაში და ჩავწერ კატეგორიას - ’ცხოველები’ (ან რამე ეგეთს). ასე იქმნება. — BH განხილვაწვლილი 22:15, 22 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

თუ შეიძლება, შედით აქ და დაარედაქტირეთ ფოტო. შეიტანეთ ინფორმაცია, თუ რა სტატიაში იყენებთ სურათს. სტატიის სათაური მიუთითეთ კვადრატული ფრჩხილების გარეშე. — BH განხილვაწვლილი 12:07, 23 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

და საერთოდ, სამომავლოდ გაითვალისწინეთ - ნუ ტვირთავთ ტყუილად სურათებს ვიკიპედიაში. სურათის ატვირთვა და მისი არგამოყენება არის დაუშვებელი ქმედება და მსგავსი ფოტოები წაიშლება. ზევით უკვე მითითებული გაქვთ ბმული ფოტოებზე, რომელთა ნაწილს არსად იყენებთ. ეს ფოტოები წაიშლება გარკვეული დროის შემდეგ. — BH განხილვაწვლილი 12:25, 23 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

ეს ფაილი თქვენ უკვე ატვირთეთ. ამის გარდა კიდევ ერთი ატვირთეთ. ასეთი რამ დაუშვებელია. თუ ფაილი არ მოგწონთ, უნდა შეცვალოთ მისი მსგავსით (და არა ახალი ატვირთოთ), მაგრამ უფრო ხარისხიანი გამოსახულებით. იმის მაგივრად, ასეთი ექსპერიმენტები ატაროთ, გამოიყენეთ დახმარების გვერდები და ისე შეიტანეთ ცვლილებები სტატიებსა და ფაილებში. — BH განხილვაწვლილი 12:37, 23 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ. თქვენს მიერ ბოლოს ატვირთულ ფაილს არასწორი ლიცენზია აქვს. თუ ის მართლაც ფილმიდანაა (როგორც სათაურში წერია), შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{კადრი ფილმიდან}} და შეავსოთ თარგი:ინფორმაცია. ეს ყველაფერი გააკეთეთ რედაქტირებაზე დაწკაპუნებით (განთავსებულია მაღლითა მარჯვენა მხარეს). კადრი რომ თქვენ „მოხსენით“ ფილმს, ეს არ ნიშნავს ავტომატურად, რომ იგი თქვენი შექმნილია. წინა ორი ფაილი წაიშალა ამ ფაილთან იდენტურობის გამო (და კიდევ გამოუყენებლობის გამო). საუკეთესო სურვილებით,—G.G. 13:22, 23 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

ფაილი:ჯარდოე ასადი.jpg[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. უკვე ერთხელ მიგითითეთ და კიდევ გიმეორებთ - თქვენს მიერ ატვირთვისას მიცემული აღწერები არასწორია. იხილეთ ფაილი:ჯარდოე ასადი.jpg. ასე უნდა ივსებოდეს ყველა ფაილის აღწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაილი შეუვსებელი ლიცენზიით წაიშლება. ეს არავითარ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. იხილეთ, როგორ არის შევსებული ერთი ფაილის აღწერა და იგივე გამოიყენეთ მომავალში სხვა ფაილებში. — BH განხილვაწვლილი 18:44, 24 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ. საერთოდ, საკუთარ განხილვის გვერდზე დაწერილს იქვე ვპასუხობ ხოლმე, მაგრამ ახალბედებისათვის ჯოგჯერ გამონაკლისს დავუშვებ, :) ახლა საკითხზე: ჯერ დარწმუნდით, რომ უკვე შექმნილი არ არის ის საძიებელი ინფოდაფა. შემდეგ, ასე ერთი ხელის მოსმით ვერ გასწავლით ინფოდაფების კეთებას. ტექნიკური ალღოც უნდა გაგაჩნდეთ და დროთა განმავლობაში თავადაც მიხვდებით თარგების მოქმედების პრინციპს. აქ ბევრია ისეთი ვიკიპედიელიც, რომელთაც უცბად აუღეს ალღო თარგებს, და ისეთებიც, რომლებიც უკვე წლებია მუშაობენ, მაგრამ თარგებში ვერ გაერკვივნენ. ასე რომ, ეს საკითხი უფრო თავად უნდა გაარკვიოთ. კონკრეტული შეკითხვებით, რათქმაუნდა, შეგიძლიათ მომმართოთ (ვთქვათ, რომელიმე ფუნქციის დანიშნულება ან სინტაქსი). თუ უცხოური ანალოგი არსებობს, გაცილებით ადვილი ხდება ამა თუ იმ თარგის კეთება. ახლა ცოტა მოუცლელად ვარ, მომავალში (ვგულისხმობ ზაფხულის თვეებს) თუ დაგჭირდით, არ მოგერიდოთ.—G.G. 06:29, 25 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

წასაშლელი ფაილები[წყაროს რედაქტირება]

თქვენს შემდეგ ფაილებს აქვს გაუგებარი ლიცენზია:

ეს ფაილები წაიშლება. მე თქვენ უკვე დაგიწერეთ ზევით, რა თარგები უნდა იყოს ჩასმული ფაილებში, რომ სრულყოფილად ეწეროს, რა ფაილია და საიდან არის მოტანილი.

ასეთი აღწერის დატოვება არ შეიძლება:

Yezidi flag
ავთო
პირადი
BH განხილვაწვლილი 08:21, 25 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

სწორია. ძალიან კარგია. მსგავსი თარგები ჩასვით სხვაგანაც. მომავალში ეს თარგი გამოიყენეთ სხვა სურათების შემთხვევაშიც. თუ საჭირო გახდება, დამატებით თარგზე მიგითითებთ. — BH განხილვაწვლილი 16:17, 25 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

სურათების ატვირთვა[წყაროს რედაქტირება]

უნდა გთხოვოთ, რომ მიაქციოთ ყურადღება, რას წერთ თარგებში. არ შეიძლება სოლოლაკის ფოტოზე ეწეროს ’პიროვნების ფოტოსურათი სტატიაში’. შეიძლება დავწეროთ ’გეოგრაფიული ობიექტის გამოსახულება’ სტატიაში. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება ამას.

მეორე - სურათების ახალი ვერსიების ატვირთვისას ნუ ატვირთავთ უბრალოდ ახალ ფაილს. როდესაც ფაილში შედიხართ, ქვევით არის ფუნქცია ატვირთეთ ამ ფაილის ახალი ვერსია და გამოიყენეთ ეს ფუნქცია და არა უბრალოდ სპეციალური:ატვირთვა.

თუმცა, გააჩნია, რისთვის გინდათ. თუ აპირებთ დამატებითი ფოტოების ჩასმას სტატიაში, დაამატეთ უბრალოდ მენიუდან სპეციალური:ატვირთვა.

კიდევ ერთი რამე - ვიკიპედიაში ფოტოგალერეები ყველა სტატიაში არ კეთდება. ამიტომ, გთხოვთ, ნუ აავსებთ ყველა სტატიას ვრცელი ფოტოგალერეებით. წაიკითხეთ: ვიკიპედია:რა არ არის ვიკიპედია. აქ გასაგებად წერია: - ვიკიპედია არ არის ყველაფრის არქივი.BH განხილვაწვლილი 08:11, 26 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

ხელმოწერის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

კატეგორიები არ გინდა, სურათები არ გინდა - ხელმოწერა კი უნდა იცოდე დააწკაპუნე და ავტომატურად შენი ხელმოწერაა. ყველა სურათი წაიშლება ლიცენზიის გარეშე. აგრეთვე სტატიებშიი არის მისათითებელი ლიტერატურა - ესეც აუცილებელია. --ცანგალა () 16:47, 27 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

განხილვა:ლეკი[წყაროს რედაქტირება]

იხილე განხილვა:ლეკი--ცანგალა () 17:37, 27 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

მინიმუმ სამი წინადადება[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა ავთო. ქართული ვიკიპედიის წესების თანახმად, სტატია მინიმუმ სამი წინადადებისგან უნდა შედგებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში წაშლის კანდიდატია. --მიხეილ () 11:21, 6 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

აშშ-ის არმია - ასეთ სტატიებს როდესაც ქმნით და არ ამთავრებთ, წაშლის კანდიდატებია. თუ თქვენ ამ დროს ვიკიპედიაში იმყოფებით და ამუშავებთ, უნდა ჩასვათ თარგი

{{subst:L}}

წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინმე იფიქრებს, რომ მიტოვებულია. — BH განხილვაწვლილი 11:22, 7 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

სტატია უკვე წავშალე, რადგან მხოლოდ ინფოდაფა იყო, ტექსტის გარეშე.ცანგალა () 13:59, 7 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Xevsuri gogona.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. BH განხილვაწვლილი 15:21, 7 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ძალიან გთხოვ ფაილებზე (სურათბზე) ლიცენზიის თარგები ჩასვი. იძულებული ვიქნებით სურათები წავშალოთ. --ცანგალა () 16:15, 9 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ავთო. იძულებული ვარ შენი ეს ცვლილება უკვე მეორედ გავაუქმო. შოტლანდიის ოფიციალური ენები ინგლისური და გელურ-შოტლანდიურია და ცოტა არ იყოს, ალოგიკურია ამ „ქვეყნის" დევიზის ლათინურ ენაზე მიწერა. --მიხეილ () 23:13, 13 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ავთო, ვიკიპედიის წესების თანახმად, სხვა ვებ-გვერდებიდან ტექსტის გადმოკოპირება აკრძალულია. ამ სტატიას ვგულისხმობ. --მიხეილ () 22:30, 14 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

წყაროს შესახებ[წყაროს რედაქტირება]

სტატიებიდან ნუ ამოიღებ თარგს, სადაც წყარო არ არის მითითებული.--ცანგალა () 16:52, 29 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Xevsuri qali.gif-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. BH განხილვაწვლილი 20:58, 2 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ატვირთვის დროს თარგი ’არათავისუფალი ფაილის’ შესავსები ვერსია თქვენ გეძლევათ ფორმამდე, ოდნავ ზევით. დააკოპირეთ და ჩასვით ატვირთვისას და შეავსეთ. ეს უფრო მოსახერხებელია, ვიდრე მოგვიანებით ჩასმა. მოსახერხებელია იმისათვის, რომ არ მიიღოთ გაფრთხილება, რომ თქვენი ფაილი წაიშლება. — BH განხილვაწვლილი 21:22, 2 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ავთო. შენ მიერ შექმნილ სტატიებს იქნებ წყაროც მიუთითო საიდანაც შემოგაქვს. --მიხეილ () 22:34, 3 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

«» - ამ ბრჭყალებს იყენებს რუსული ვიკიპედია, ქართულ ვიკიპედიაში მათ არ ვიყენებთ. — BH განხილვაწვლილი 16:29, 4 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

თარგები ასე არ იქმნება :) საჭიროა მინიმუმ ფუნქციის გამოყენება.—G.G. 17:31, 4 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ავთო, ეს სტატიაა და არა ფოტოგალერეა. გთხოვ განალაგო სურათები ისეთი წყობით, როგორც ზოგადად ენციკლოპედიას და ვიკიპედიას შეეფერება. --მიხეილ () 20:10, 4 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

კინოპოსტერები[წყაროს რედაქტირება]

კინოპოსტერებისათვის შეგიძლიათ პირდაპირ ასეთი თარგების გამოყენება: ფაილი:Gnomeo and juliet.jpg. უბრალოდ შეცვალეთ საკუთარი მონაცემებით. — BH განხილვაწვლილი 16:33, 5 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ფილმის კადრი[წყაროს რედაქტირება]

ფილმების კადრებისათვის გამოიყენეთ ასეთი ლიცენზია - ფაილი:მოდილიანი.jpgBH განხილვაწვლილი 19:02, 5 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მადლობა :) — ავთო განხილვაწვლილი 23:14, 5 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ, ვიკიპედია არ არის ფოტოგალერეა და არ არის აუცილებელი ყველა სტატიის ფოტოებით შევსება. თუ ვრცელი სტატიაა, საკმარისია 2 კადრი ფილმიდან. — BH განხილვაწვლილი 19:33, 5 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

კარგი იქნება რომ გაითვალისწინოთ ეს შენიშვნა და ამოიღოთ კადრები. მით უმეტეს, ფილმების სტატიებში ფოტოგალერეებს არ ვაკეთებთ. მაქსიმუმ - ჩავსვათ კადრები სტატიაში. მარცხნივ ან მარჯვნივ. — BH განხილვაწვლილი 19:39, 5 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

შემიძლია დაგიდასტუროთ ეს. ერთ-ერთი ქართველი მსახიობისადმი მიძღვნილ სტატიაში მთელი გალერეა იყო წარმოდგენილი, რის გამოც მიღებული იქნა გადაწყვეტილება და გალერეა ამოიშალა. — BH განხილვაწვლილი 19:43, 5 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

თუ ფილმს დაუმატებთ სხვა ინფორმაციას (კრიტიკა, წარმატება, შემოსავალი და.ა.შ), მაშინ შეგიძლიათ ეს ორი სურათი სტატიაში მარჯვნივ ან მარცხნივ დასვათ ტექსტთან. — BH განხილვაწვლილი 20:03, 5 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

თარგის შექმნა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა ავთო. თარგის შექმნა ცოტა რთული საქმეა და ან ამ მხრივ გამოცდილ მომხმარებელს სთხოვე დახმარება, ან იმუშავე მასზე სავარჯიშოში. --მიხეილ () 19:38, 6 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ძალიან გთხოვთ, ნუ ცდილობთ დამოუკიდებლად რთული საქმეების შეჭიდებას და ექსპერიმენტების ტარებას. თარგის შექმნაში დასახმარებლად მიმართეთ მომხმარებელ ITshnik-ს. --მიხეილ () 22:34, 6 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
კატეგორიასაც ჭირდება საერთაშორისო ბმულები, ასევე დედა კატეგორია. რა შუაში იყო კატეგორია ირლანდიურ ლუდთან კატეგორიები - ირლანდიელები ან ირლანდიის პრეზიდენტები? --მიხეილ () 10:00, 7 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
სასაცილოა მართლაც. რა კავშირშია ლუდთან ირლანდიის პრეზიდენტები? და რატომ არ ცდილობთ, გამოიყენოთ ვიკიპედიის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება - თანამშრომლობა სხვებთან? თუ პრობლემა გაქვთ, ჰკითხეთ რომელიმე ვიკიპედიელს და დაგეხმარებათ, თარგსაც შეგისწორებთ. — BH განხილვაწვლილი 10:12, 7 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
D პირველ შეკითხვასთან დაკავშირებით ვიტყვი უბრალოდ შემეშალა :D რა თქმა უნდა ტეხავს მაგრად ხდება ხოლმე :D მაგრამ გპირდებით აღარ განმეორდება. :D და რაც თარგს შეეხება თუ არ შეწუხდებით მოკლე ახსნით მაინც, დიდი მადლობელი ვიქნები - ავთო განხილვაწვლილი 14:28, 7 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

პრინციპში, აქ უფრო შესწორებებია აუცილებელი, ახსნა ნაადრევია. მიეჩვევით ვიკის და აღარ მოხდება ეს შეცდომები, ყველა რაღაცით იწყებდა. ამჟამად ერთი პრობლემა ისაა, რომ თქვენ გააქრეთ გამოყენების მაგალითი - ანუ ცარიელი ფორმა, რომელსაც მომხმარებელი დააკოპირებს და თავის სტატიაში გამოიყენებს. — BH განხილვაწვლილი 10:42, 7 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

იხილეთ: {{ინფოდაფა შერეული სტილის მებრძოლი}}. მგონი, კარგი გამოვიდა.—G.G. 09:47, 9 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

და კიდევ - თუ ნამუშევარი არ გივარგათ და წაშლა გსურთ, ჩასვით თავში {{წასაშლელი}}. გამოუყენებენ თარგებს ან სტატიებს ნუ დატოვებთ. ეს ელემენტარული დისციპლინაა. — BH განხილვაწვლილი 09:50, 9 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპროექტის სტატიები[წყაროს რედაქტირება]

ავთო, როდესაც ისლანდიის თემატიკაზე წერთ, არ დაგავიწყდეთ სტატიას განხილვის გვერდზე ჩაუსვათ {{პროექტ ისლანდიის სტატია}} --მიხეილ () 19:01, 9 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ. არცერთი კატეგორია ასე არ იქმნება. საჭიროა ზედა კატეგორიის მითითება. დამატებით, შეგიძლიათ იხილოთ დახმარება კატეგორიებთან დაკავშირებით (ინგლისურად).—G.G. 05:56, 12 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ეს კი საერთოდაც ცარიელია, თუმცა მითითებული აქვს ზედა კატეგორია. მიუხედავად ამისა, ცარიელი კატეგორიები იშლება.—G.G. 06:03, 12 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჩავასწორე თარგი:მომხ სოლოლაკი. ახლა თუ ამას ჩასვამთ საკუთარ გვერდზე, თქვენი მომხმარებლის სახელი ავტომატურად აღმოჩნდება ამ კატეგორიაში. ეს კი წავშალე, რადგან არსებობს კატეგორია:ვიკიპედიელები ტერიტორიული მდებარეობის მიხედვით. საუკეთესო სურვილებით,—G.G. 06:19, 12 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

აკაკი (საკუთარი სახელი)[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, თქვენ შეიტანეთ ცვლილება სტატიაში აკაკი (საკუთარი სახელი). როდესაც ხედავთ, რომ სტატიაში ჩასმულია თარგი, „ამ სტატიას/სექციას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს მომხმარებელი Akakigeo“, იმ თარგზე წაიკითხავთ: „გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება.“ ასე, რომ, როდესაც დაინახავთ მაგდაგვარ თარგს სტატიაში, მოერიდეთ მასში ცვილების შეტანას, ვიდრე ეგ თარგი არ გაქრება. გმადლობთ, — Nodar Kherkheulidze () 06:14, 14 ივნისი 2011 (UTC)

კვლავაც კატეგორიებთან დაკავშირებით[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ. არ შეიძლება კატეგორია „საკუთარ თავშივე იჯდეს“. უნდა მიეთითოს ზედა (გნებავთ, დედა) კატეგორია.
პ.ს. თარგი შევასწორე.—G.G. 10:08, 14 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ. თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს: ნუ ტოვებთ ცარიელ თარგებს. თუ მისი წაშლა გინდათ, ჩასვით გვერდის თავში თარგი {{წასაშლელი}}. —G.G. 06:28, 15 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ქართულ სტატიებში გამოიყენოთ „“–ეს ბრჭყალები და არა ""–ეს, რადგან ქართულ ენაში სწორედაც „“– ასეთე სასვენი ნიშანი გვაქვს. მართალია, ""–ეს ბევრგან გვხვდება, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება, დაიცვათ პუნქტუაციის წესები. წინასწარ გიხდით მადლობას :) — Nodar Kherkheulidze () 10:40, 15 ივნისი 2011 (UTC)

გადმოკოპირების შესახებ[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. მოგეხსენებათ, რომ ვიკიპედიაში სხვა საიტებიდან ტექსტის გადმოკოპირება აკრძალულია. ეს არღვევს საავტორო უფლებებს. იხილეთ ეს სტატია.— Nodar Kherkheulidze () 08:41, 16 ივნისი 2011 (UTC)

სულთართანგალოუნი[წყაროს რედაქტირება]

სალამი. გთხოვთ დაიცვათ წერის პარამეტრების სიზუსტე, აი ამას ვგულისხმობ, მდებარეობს ზღვის დონიდან 297 მ ისლანდიურ პლატოზე. უნდა იყოს ისლანდიის პლატოზე. ეს ხომ ელემენტარულია. ასევე ² ნუ ანცალკევებთ. გთხოვთ რომ უფრო ენციკლოპედიურად სწეროთ. გმადლობთ. --Otogi განხილვაწვლილი 20:23, 18 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ლიცენზიის თარგი[წყაროს რედაქტირება]

კინოს შემთხვევაში ასეთი რჩევაა: ფაილის ატვირთვისას თქვენ ხედავთ დასაკოპირებელ ’არათავისუფალი ფაილის’ თარგს. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ეს, ასევე მის გვერდით მდებარე თარგი ’ინფორმაცია’ (სულ რამდენიმე შესავსები პუნქტით). ნებისმიერ შემთხვევაში - იქ სადაც არათავისუფალ ფაილში გიწერიათ ’-’, ჩასვით ხოლმე {{პოსტერი}}. ყოველივე ზემოთქმული კინოპოსტერებს ეხება. — BH განხილვაწვლილი 20:43, 18 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

თარგი:ინფოდაფა ძაღლის ჯიში[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ. ასეთი ქმედება, ადვილი შესაძლებელია, ვანდალიზმად შერაცხონ. გთხოვთ ნუ შექმნით თარგებს შინაარსით {{წასაშლელი}}.—G.G. 06:22, 26 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფები (უკვე მერამდენედ)[წყაროს რედაქტირება]

თქვენ უკვე არაერთხელ აგიხსნეს და გთხოვეს და შემოგთავაზეს - თუ გიჭირთ, სთხოვეთ სხვას ამ ინფოდაფების გაკეთება - თუკი რა თქმა უნდა მათ გამოყენებას აპირებთ.

მეორე - სჯობს, ნუ ამოშლით მთელ თარგს და ნუ დასვამთ ისე წასაშლელის თარგს. დატოვეთ შიგთავსი და წასაშლელის თარგი დასვით თავში, რათა ადმინისტრატორმა იხილოს, რის საფუძველზე ითხოვთ მის წაშლას. — BH განხილვაწვლილი 07:53, 26 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ავთო, აუცილებლად უნდა შემოხვიდე კოლექტივში, კონტაქტში. დაგველაპარაკო აგიხსნათ ნუ რამეს ისე ვერ გებულობ.--ცანგალა () 08:20, 26 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
სანამ ასე დამოუკიდებლად იმუშავებთ, არავის გაესაუბრებით და ძალაუნებურად ვიკიპედიის წესებსაც დაარღვევთ, არაფერი არ გამოვა. თუ გაქვთ კითხვები, უნდა სთხოვოთ გამოცდილ ვიკიპედიელებს, დახმარება გაგიწიონ. — BH განხილვაწვლილი 09:00, 26 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ნუ ჩქარობ ჩემი სტატიების დამუშავებას, ხომ ხედავ რომ ვარედაქტირებ--Otogi განხილვაწვლილი 18:15, 11 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, მაგრამ დახმარებაში ცუდს რას ხედავ? --ავთო განხილვაწვლილი 22:22, 11 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

უნდა გახსოვდეს რომ როცა ვმუშაობ მე ჩემს სტატიაზე პარარელურად სტატიის რედაქტირება არ არის საჭირო (იმიტო რომ მიშლი ხელს, და ასევე აგდებს შეუმოწმებელ ვერსიას), ეს ხომ ელემენტარულია. აი როცა დავამთავრებ მუშაობას შემდეგ შეიგიძლია დაარედაქტირო. აი ხომ ხედავ ეხლა შენზე გადმოვერთე და სტატიას აღარ ვარედაქტირებ დროებით. იმედია გასაგებია რასაც ვამბობ--Otogi განხილვაწვლილი 18:25, 11 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაუგებარი არაფერია, უბრალოდ თუ დამეთანხმები მაგხელა აჟიოტაჟის ატეხვაც არ იყო საჭირო. იმედია შენც გამიგებ--ავთო განხილვაწვლილი 22:39, 11 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მისმინე ნუ ცხარობ, შენ ჩემი წერილი ეხლა სულ სხვანაირად გაიგე, და გთხოვ რომ უფრო გაგებით მოეკიდო. აქ აჟიოტაჟი კი არა მოქმედებაა ცენტრში. და საწყენიც არაფერი არ არის. ვიკიპედიაში მე ჩემს მიერ დაწერილ სტატიად თითქმის არც ერთი არ მიმაჩნია, იმიტო რომ მისი დამუშავება ყველას შეუძლია, მათ შორის შენც. ჩემი ან შენი სტატია არ არსებობს ჩემთვის. აქ სხვა საკითხია, კიდევ ერთხელ გეუბნები, ნუ ჩქარობ სტატიების დამუშავებას პარარელურ რეჟიმში, იმიტო რომ მიშლი ხელს, აქ მემგონი გაუგებარი არაფერია და არც საწყენი. მემგონი გასაგებად გითხარი, როცა დავამთავრებ - ჩაასწორეთქო. იმედია გასაგებია ამჯერად მაინც. --Otogi განხილვაწვლილი 18:47, 11 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

თარგების დაცარიელება[წყაროს რედაქტირება]

თარგებს ნუ აცარიელებთ. დიახ, გვერდი თქვენი შექმნილია, მაგრამ სჯობს, თუ აპირებთ თარგის გამოყენებას, დატოვეთ შინაარსი. თუ საერთოდ წაშლა გინდათ, მის თავზე დაწერეთ, რომ წასაშლელია, მაგრამ შინაარსის ამოშლა აბსოლუტურად გაუმართლებელია. სჯობს, ჩანდეს, რა კეთდება, ვიდრე საერთოდ ცარიელი იყოს. — BH განხილვაწვლილი 08:17, 12 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვაზნა (იარაღის)[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, რა დროს ვიყენებთ ფრჩხილებს? გაეცანი ვიკიპედიის წესებს. იარაღის გარდა კიდევ რისი ვაზნა არსებობს? ველი პასუხს აქვე.-ცანგალა () 08:20, 12 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

და სხვა ვაზნა რომც არსებობდეს, რა საჭიროა ’(იარაღის)’? ვიკიპედიაში იწერება ’(იარაღი)’. ვთქვათ, „მეფე (ჭადრაკი)“. — BH განხილვაწვლილი 08:22, 12 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები.--ცანგალა () 09:55, 12 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე მგონია, უკვე დიდი ხანია იმყოფებით ვიკიპედიაში და უნდა გესმოდეთ, რომ სავარჯიშოდ სტატია სავარჯიშო არ იქმნება. გამოიყენეთ საკუთარი და პირადი სავარჯიშო გვერდი და არა სტატია. — BH განხილვაწვლილი 08:36, 17 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:ჟან რენო.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. BH განხილვაწვლილი 15:12, 18 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

სურათები ინფოდაფაში[წყაროს რედაქტირება]

ავთო, სამწუხაროდ, სანამ commons-ში არის ამა თუ იმ პიროვნების სურათი (როგორიც არ უნდა იყოს ხარისხით). ჩვენ გვეკრძალება ინფოდაფაში ამ პიროვნების საკუთარი ფოტოს გამოყენება. თუ განავრცობ სტატიას, შეგიძლია შენი შემოტანილი ფოტო სადმე ქვევით დასვა (მარცხნივ ან მარჯვნივ). ეს წესია. პირადად მქონდა ამასთან შეხება, როდესაც წამიშალეს სურათები. თუ commonsში არ არის საერთოდ რომელიმე მსახიობის სურათი (მაგალითად, დღეს დავწერე რის ივანსი და commons-ში არაფერი იდო მასთან დაკავშირებული), მაშინ ინფოდაფაში შეგიძლია საკუთარი სურათის გამოყენება. — BH განხილვაწვლილი 20:01, 18 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ამ ფაილზე ლიცენზია შეცდომითაა მითითებული, თუ მართლა თქვენი ნამუშევარია? — Nodar Kherkheulidze განხილვა 13:05, 4 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ავთო ნუ გეზარებათ ლიცენზიის სწორად მითითება. თუ ნამუშევარი თქვენი არ არის, აუცილებელი არ არის, მიუთითოთ რომ თქვენია. საკმარისია ისიც, რომ ჩასმულია ძირითადი თარგი. — BH განხილვაწვლილი 13:08, 4 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

და, საერთოდ, გერბებსა და დროშებს თავიანთი ლიცენზია აქვთ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 13:10, 4 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

კინოპოისკის საიტი სტატიებში ზედმეტია. თუ მსახიობი რუსი არ არის, არ არის საჭირო კინოპოისკის ჩასმა. მილიონი სხვა ინგლისურენოვანი კინოპორტალი არსებობს. შეიხედეთ სტატიების ინგლისურენოვან ვერსიებში. — BH განხილვაწვლილი 18:06, 4 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

იხ. ვიკიპედია:ყავახანა/შეხვედრები--ცანგალა () 19:29, 4 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ერთხელ და სამუდამოდ - როდესაც რომელიმე საიტიდან გაქვთ აღებული სურათი (არ აქვს მნიშვნელობა, როგორი) და უცვლელად შემოგაქვთ ვიკიპედიაში, თქვენ მისი ავტორი არ ხართ. ამიტომ შეწყვიტეთ სურათების თარგებში მითითება, რომ სურათი თქვენი ნაშრომია. იმედია, ქართული საკმარისად გესმით (ხოლმე ისეთი ეჭვი ჩნდება, რომ ქართულთან გარკვეული პრობლემები გაქვთ, ვინაიდან არ ითვალისწინებთ შენიშვნებს, რომლებიც მხოლოდ სტატიების სრულყოფას ემსახურება და არა თქვენს კრიტიკას). — BH განხილვაწვლილი 20:08, 4 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ავთო, « » ბრჭალები გამოიყენება რუსულ ენაში. ქართულ ენაში გამოიყენება „ “ ბრჭყალები. — Nodar Kherkheulidze განხილვა 19:08, 9 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

სურათები ინფოდაფაში[წყაროს რედაქტირება]

უკვე მეორედ გწერთ ამის შესახებ. წაიკითხეთ ეს რაც წერია აქ. ძირითად სურათად უნდა გამოიყენოთ ის, რაც დევს ვიკისაცავში და არა სხვა ფოტო. კარგად მესმის, რომ რთულია ყველაფრის დამახსოვრება, მაგრამ ყველა წესი, რომელიც მოქმედებს, უნდა გაითვალისწინოთ (ეხება ვანო მერაბიშვილის ფოტოს)Henry McLean განხილვაწვლილი 16:36, 9 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. გთხოვ რესურსები მიუთითო ამ სტატიას.--Otogi განხილვაწვლილი 16:40, 20 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

თარგის შეცვლის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

თარგის შეცვლა იწვევს ყველა სტატიაში პრობლემას.--ცანგალა () 20:30, 9 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

არაუშავს მე შევასწორებ --ავთო () 00:55, 9 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებლის განხილვა:ITshnik#თარგის შესახებ - ამ ადმინს მივმართე დ ა ხვალ გაარკვევს.--ცანგალა () 21:01, 9 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ. მაინტერესებს ამ თარგში რისი შეცვლა გსურთ. — G.G. 06:20, 11 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მაგალითად ემბლემა ან დროშა არ აქვს, ანუ როგორც ინგლისურს აქვს — ავთო. 23:21, 11 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

დავუმატე, დროშაც (პარამეტრი „|დროშა =“ და დამატებითი 2) და გერბიც (ან სხვა რამე ნიშანი, პარამეტრი |„ნიშანი =“ და დამატებითი 2). — G.G. 12:18, 13 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

რატომ იღებ თარიღებს ბმულებიდან, ანუ რატომ უშლი მათ კვადრატულ ბრჩხილებს? Nodar Kherkheulidze განხილვა 13:02, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. გთხოვ, განავრცე ეს სტატია, რომელიც არის ძალიან მოკლე და მინიმალური ინფორმაციის მომცმემი. მშვენიერი სტატია წერია ინგლისურად და სულ თავისუფლად შეიძლება გადმოითარგმნოს. ის, როგორც ეს გვერდი დაიწერა, არ არის სტატიების წერა. თუ სტატია უახლოეს მომავალში არ განივრცობა, წაიშლება როგორც მოკლე გვერდი. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:04, 25 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

კარგად წაიკითხე თარგი:

თუ წინააღმდეგი ხართ, გთხოვთ განმარტოთ მიზეზი სტატიის განხილვის გვერდზე. არ მოხსნათ ეს მითითება გვერდებიდან, რომლებიც თქვენი შექმნილია. ამოღების ნაცვლად მის ქვეშ ჩასვით: {{მოიცადეთ}} და შემდეგ განმარტეთ, თუ რატომ თვლით, რომ ეს სტატია არ უნდა წაიშალოს მის განხილვის გვერდზე. ეს გააფრთხილებს ადმინისტრატორებს, რომ დრო დაგითმონ მითითებული პრობლემის გადასაჭრელად. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:29, 25 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვარედაქტირებ ავთო 20:37, 25 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ბოდიში, ეს განხილვა არ წამიკითხავს და მე დავამატე რამდენიმე წინადადება. :) – BruTe () 16:48, 25 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

არაუშავს :) – ავთო 21:01, 25 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა თარგი:ინფოდაფა ქვეყანა გამოყენებულია 200-ზე მეტ სტატიაში. მასში ნებისმიერი ცვლილება გამოიწვევს ამ ყველა სტატიაში გამოყენებული ინფოდაფის გაფუჭებას, ამიტომ სანამ რამეს შეცვლიდე ჯერ განხილვის გვერდზე დაწერე ხოლმე.--David 21:44, 27 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. გაასწორეთ ეს გვერდი ისე, რომ მას ჰქონდეს სტატიის სახე და არ ჰგავდეს CV-ს. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:21, 5 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

სქოლიო ბოლოში![წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ, თქვენს მიერ შემოტანილ ამ სტატიაში სქოლიო ვიკიპედიის წესების თანახმად ბოლოში უნდა გადაიტანოთ. --ჯაბა ლაბა 18:46, 5 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!!![წყაროს რედაქტირება]

გაფრთხილება ინფოდაფების, რომლებიც უამრავ სტატიაში გამოიყენება, ასე უბრალოდ და დაუდევრად მათი რედაქტირდება არ შეიძლება! თქვენი ცვლილებები {{ინფოდაფა პიროვნება*}} ამ ინფოდაფაში გაუქმდა. მეორედ რაიმეს შეცვლას თუ გადაწყვეტთ, ჯერ განხილვის გვერდზე დაწერეთ და თუ არ იცით, მიმართეთ გამოცდილ ვიკიპედიელებს.

GIO→13 () 15:49, 9 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯოა ავთო. {{მინიდაფა}}-ის დამატებისას გაითვალისწინე რომ შეიძლება ქართულ ვიკიციტატებში შესაბამისი სტატია არ იყოს, ამიტომ ჯერ შეამოწმე ხოლმე და თუ არ იქნება, ველი „ვიკიციტატა“ დააცარიელე. – BruTe () 05:57, 11 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ამ ფაილის გამოყენების უფლება არ გაქვს--თეკა განხილვაწვლილი 15:31, 13 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

რატო? --ავთო განხილვაწვლილი 20:01, 13 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

სალამი. ჩაიხედე ხოლმე თავისუფალ ფაილებში. იქ უკვე დევს დროშაც და არ არის საჭირო ასლის ატვირთვა აქ. --H.McC. (მომწერეთ) 12:02, 19 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი. იქ გადაკეთებული დროშა დევს მეგობარო :) და ეს ნამდვილია ავთო () 16:40, 19 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

რა განსხვავებაა:

შენი

იქ დადებული

????

მხოლოდ ვარსკვლავის ზომის გამო? --H.McC. (მომწერეთ) 12:26, 19 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ავთო, თუ შეიძლება, მიაქციე ყურადღება, სად რას წერ. ფაილი განხილვა:Yazidi Flag.gif არასწორია, ფაილის ამ განხილვაში უნდა დაგეწერა.

მეორე - თუ შეიძლება, დაწერე ფაილის განხილვაში, რა განსხვავებაა ამ ორ დროშას შორის. შენ წერ, რომ განსხვავებაა, მაგრამ რა განსხვავებაა? --H.McC. (მომწერეთ) 12:43, 19 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად, მაგრამ რა ხდება? რა საჭიროა ამდენი იეზიდი ბიჭების სურათების ატვირთვა? თან არათავისუფალის? სტატიაში საგამოფენო გალერეას ხომ არ მოვაწყობთ? --მიხეილ მიწერა 18:49, 19 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ბოლოა მორჩა --ავთო (მომწერეთ) 23:26, 19 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ავთო, გვესმის, რომ სურვილი გაქვს წერო, მაგრამ ნუ უშვებ შეცდომებს, რომელიც შენი გამოცდილების მქონე მომხმარებელს არ ეკადრება. ეს სტატია წაიშლება, ვინაიდან:

როდესაც საერთო საცავში დევს პიროვნების ფოტო, უნდა გამოიყენოთ ის და არა საკუთარი ატვირთული. პირველ რიგში პრიორიტეტი ენიჭება Commons-ში დადებულ ფოტოს. საუბარია ამაზე. არ არის საჭირო საკუთარი ფოტოს ატვირთვა, თანაც ლიცენზიის გარეშე. --H.McC. (მომწერეთ) 18:15, 18 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]