მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 9

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

წაშლილი გვერდი^^

შეცდომა მომივიდა , სათაური დავაწერე და შენახვა მივეცი ... მერე კიდე დავიწყე თვითონ გვერდის დამუშავება... იმედია ეხლა ყველაფერი კარგათ არის https://ka.wikipedia.org/wiki/დოქტორი_მანჰეტენი

სურათი ვერ ამიტვირთია რატომღაც არადა 3 წლის წინ როცა ვიყავი ამ საიტზე დავიწყებული ექაუნთით მაშინ უპრობლემოთ ვტვირთავდი სურათებს .... ეხლა ვერ გავაკეთე ამიტომ არ აქვს სურათი :(( წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nutri (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობათ! სურათი, რომ ატვირთოთ რეგისტრაციიდან რამდენიმე დღე უნდა გავიდეს. თქვენ ანგარიში შექმენით 08:15, 13 აპრილი 2014. რაც შეეხება სტატიას, წყაროს თარგის ჩასმა არ არის საჭირო სტატიაში, შესაძლებელია ბმულების მითითებაც. პ.ს. საჭიროა აგრეთვე კატეგორიის მითითიება. და კიდევ, განხილვის გვერდიდან არაფრის წაშლა არ შეიძლება — ეს ვიკიპედიის წესების დარღვევაა. - ოთოჯი განხილვა 10:10, 13 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]


კატეგორიის მითითება აღარ მახსოვს როგორ უნდა სამწუხაროდ ... წყარო არსად მიმითითებია შეგნებულად სტატიაში და რავიცი აბა :3 ბმულები მაქვს მითითებული .... სურათებს კიდე დაველოდები მაშინ და მერე ავტვირთავ :))წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nutri (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მე დავარედაქტირე უკვე სტატია. წარმატებები. - ოთოჯი განხილვა 11:00, 13 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

შეკითხვა

გვერდი რატო წამიშალე ? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 31.146.125.103 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობათ! წაშლილი გვერდი მოთხრობას უფრო ჰგავს ვიდრე ენციკლოპედიურ სტატიას. თან ლეგენდაა და შესაბამისად არ არსებობს და თან ტყეშია და ბავშვებს კლავს. დასაფიქრებელია. საჭიროა წინადადებების ფორმულირება. გამოიყენეთ სავარჯიშო გვერდი და შემდეგ შემოიტანეთ სტატია. დაბოლოს, კორექტულად თუ შეიძლება!. - ოთოჯი განხილვა 13:27, 16 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
:D ლეგენდაც არ არის. სიცრუეა, რომ ლეგენდაა. თანამედროვე პერსონაჟია, არავითარი მითოლოგია. https://en.wikipedia.org/wiki/Slender_Man#Origin --Henry McClean განხილვაწვლილი 13:30, 16 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
აჰა გასაგებია, მითუმეტეს :). - ოთოჯი განხილვა 13:35, 16 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ოს

უი ერთდროულად გაგვიკეთებია თარგი. :) ოღონდ იმის შაბლონს რა ვუქნათ, ფერადი რომ არის, ინგლისურად აწერია. ცარიელი მინდა მაგისი და სიამოვნებით დავაწერდი ქართულად (SVG-ების გაკეთებასაც დავამუღამებდი). ლოკალიზებული ვერსიები დევს commons-ში. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:00, 19 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰო, D. რა დამთხვევაა :). კარგი იქნება ეგ ღილაკები რომ ითარგმნოს, მაგრამ მე არ ვიცი ეგ საქმე. - ოთოჯი განხილვა 10:06, 19 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვცდი რამეს ცოტა მოგვიანებით. ისე პრინციპში, იდენტურად გვქონდა თარგმანი. როგორც ინგლისურში ეწერა ისე მაქვს მე, წყვეტები (მრავლობითი). თუ გინდა, მხოლობითზე დაიყვანე. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:08, 19 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
მე რატომღაც ვერ მოვიხიბლე ფაილების თარგმნით :). თუ გინდა შოთას ვთხოვ. Interrupt მხოლობითია ძირითადი სტატია, თარგში მრავლობითში უწერიათ. ჩვენც მასე გავაკეთოდ. პ.ს. უკვე მეორეჯერ მოვივიდა მასე, თითქმის ერთდროულად გვერდის შექმნა :). - ოთოჯი განხილვა 10:22, 19 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

სპამი

ოთო, სპამისთვის და რეკლამისთვის სამუდამოდ არ ვბლოკავთ? თან საიტის სახელი აქვს Yvelaperiall. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:41, 22 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰო, ახლა ვნახე, საიტის სახელი აქვს და ამისთვის დავბლოკავ განუსაზღვრელი ვადით მის ანგარიშს. არ ვარ კარგად და მეშლება ბოლო ორი დღეა რაღაცეები :). მადლობა. - ოთოჯი განხილვა 15:45, 22 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
მალე გამოჯანმრთელდი ;) --Henry McClean განხილვაწვლილი 16:02, 22 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ოკ. :). - ოთოჯი განხილვა 16:02, 22 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ისტორიების გაერთიანება

ოთო გამარჯობა, სტსტიების შერწყმის შემდეგ მათი ისტორიის გაერთიანება შეგიძლია?--JABA 1977 14:55, 23 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ჯაბა. სიმართლე გითხრა არ მიცდია არასდროს. შევეცდები. - ოთოჯი განხილვა 15:06, 23 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

კარგი ოთო მაშინ დეტალურად მოგწერ ცოტა ხანში რა უნდა გააკეთო. ცოტა ცვლილებებს შევიტან და მერე. --JABA 1977 15:08, 23 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ოკ. - ოთოჯი განხილვა 15:10, 23 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ოთო მაშ ასე: წესის და რიგის მიხედვით დავტოვე ყველაზე ძველი სტატია ზემო ბოლნისი. ხოლო ზემო ბოლნისი (სოფელი)-ს და შუა ბოლნისის ისტორიები უნდა გააერთიანო ძირითად სტატიასთან. ამასთანავე განხილვებსაც მიხედე. --JABA 1977 15:59, 23 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ოკ. უფრო დარწმუნებით, რომ შევასრულო ეს პროცესი აიტიშნიკთან დავაზუსტებ და მივხედავ ყველა შესარწყმელ სტატიას. - ოთოჯი განხილვა 16:54, 23 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია ოთო. --JABA 1977 16:58, 23 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ახლა ჩავიხედე კატეგორიაში კატეგორია:შერწყმის კანდიდატი სტატიები სადაც სრული ქაოსია. ერთიანად მივხედავ. - ოთოჯი განხილვა 17:03, 23 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაგ სიკეთეს თუ იზამ ძალიან გამახარებ. --JABA 1977 17:10, 23 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

თეთნულდელები

ისე, რა არ ვეძებე, ვერაფერი ვნახე. მატიანე იმიერ საქართუელოისა საერთოდ არ არის ნახსენები, ერთ რესურსზე მაინც ხომ უნდა ეწეროს თუნდაც ამ მატიანეს შესახებ...ვერაფერი გავიგე. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:38, 23 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

მეც ვეძებე და გუგლის რეზულტატია 0. ვინ იცის, ეგებ საკუთარი კვლევაა. გარისკვა არ ღირს. მე უკვე მივწერე, რომ მიეთითებინა წიგნი, ანუ ლოგიკურად საიდანღაც ხომ აიღო ეს ინფორმაცია და შესაბამისად, ისმის შეკითხვა საიდან ?. მითუმეტეს მომხმარებელი არ ფლობს სანდო სტატუსს. მომხმარებლებმა უნდა ისწავლონ წყაროების მითითება. მახსოვს ადრე გაიპარა ასეთი პიროვნება ვითომ კარტოგრაფი (არარსებობდა) და მერე წავაშლევინეთ ადმინისტრაციას. - ოთოჯი განხილვა 15:47, 23 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
მეც მახსოვს საიდანღაც. რუსულენოვანებზე კი ვცდიდი მოძიებას, მაგრამ რაღაც არაფერი მომდის თავში საძიებო სიტყვების მხრივ. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:50, 23 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ქსე-ში არაფერი წერია, ვცადე სხვა ენებზეც მოძიება და რეზულტატია 0. NPLG-ზეც ხომ უნდა ყოფილიყო რამე. ასე ბრმად ვერ ვენდობი ვერავის. - ოთოჯი განხილვა 16:02, 23 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჰო, NPLG-მ დამაფიქრა ზუსტად. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:05, 23 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

სტატია

ოთო, ბოდიში. დააბრუნე. თავისი ყოფილა. http://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=12&id=390

ავტორი - ლევან ლორთქიფანიძე. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:56, 24 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

უბრალოდ არავიკიპედიურ ტექსტებს ამოვიღებ და ეგაა. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:57, 24 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა. - ოთოჯი განხილვა 09:58, 24 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

კითხვა

გამარჯობათ! გუშინ დავწერე სტატია და შესავალი აკლიაო. ვერ გავიგე რაზეა ლაპარაკი და იქნებ დამეხმაროთ? მადლობა წინასწარწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Dato panchulidze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობათ! შესავალი აკლია ნიშნავს, რომ სტატია, ამ შემთხვევაში — ტუჩისა და სასის ნაპრალი საჭიროებს შესავალს. ხომ უნდა დაიწეროს რას ნიშნავს ეს დაავადება. ანუ იხ. ჰიპოფიზი; ნახეთ სტატიას შესავალი გააჩნია. - ოთოჯი განხილვა 14:14, 26 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ბებია

თუ არ ვცდები, მთლად ნამდვილი საბჭოთა კინოპოსტერი. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:20, 28 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, სიმართლე გითხრა არ მიცდია ამ ფილმის პოსტერის ძებნა. პირდაპირ რუ. ვიკიდან „ვისესხე“. რა ვქნა, ავტვირთო ეგ პოსტერი ?. - ოთოჯი განხილვა 13:23, 28 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
შეგიძლია. მხოლოდ ჩემი აზრია. მე ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეუბნები, ხოლმე ვცდილობ, რომ ნაღდი პოსტერები მოვძებნო, DVD-ების ყდები ალბათ მეორადი მნიშვნელობის საკითხია, როდესაც ნაღდი მოიპოვება. თუ წყაროს არ უთითებ, მით უმეტეს, არ იქნება ტრაგედია, აგერ იდო ეგ ფაილი, სხვაგან ვერ ვნახე. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:32, 28 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
მართალი ხარ, აჯობებს ორიგინალური პოსტერი დავდოთ სტატიაში. მივხედავ მაგ საქმეს. მადლობა :). - ოთოჯი განხილვა 13:38, 28 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
არაფრის. მაგალითად, ამის რეალურ პოსტერს დიდი ხანია, ვეძებ, რამდენი წელია. სხვათა შორის, კინოსტუდიაში მომიწია მოხვედრა რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთი პირის თანმხლებად და მივხვდი, რამდენია კიდევ გასაკეთებელი ჩვენთან, საინფორმაციო ბაზების მხრივ. იმდენი პოსტერი ეკიდა დერეფნებში, ზოგიერთი ქართული ფილმის პოსტერი ცხოვრებაში არ მინახავს, არა და გავიზარდე მათზე. მაგათი სკანირება ცალკე საშვილიშვილო საქმე იქნებოდა. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:56, 28 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ფილმებიც და აგრეთვე ქართული „მულტფილმებიც“, აქ, ვიკიპედიაში რაღაც მაინც გამოდის, სულ არაფერს ჯობია, ის რაც გვიწერია. გეთანხმები, გასაკეთებელი მართლაც ბევრია. თუ არ ვცდები, რეალურად, ჯეოსინემაა ერთადერთი ბაზა ქართული ფილმებისა, და მიყვარს ეს საიტი. დროის ამბავია, რომ ინტერნეტში გაფართოვდეს ქართული კინოს საკითხები. დანარჩენი ფილმების საიტები ძალზე არააკადემიურია. კინო ეს ისეთი თემაა, ვიკიპედიაში ამას პერსონალურად სჭირდება ყურადღების მიპყრობა, რაც მე სამწუხაროდ არ შემიძლია, იმის გათვალისწინებით, რაც ბუნებისმეტყველებაშია გასაკეთებელი. მაგრამ მაქვს იმედი, რომ ქართული ვიკიპედიაც იტყვის თავის სიტყვას ამ მიმართულებით. - ოთოჯი განხილვა 14:20, 28 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

მეც. ჯერ-ჯერობით, კატეგორიზაცია მაინც შეგვიძლია და შესავლის მიწერა. დაწყებული მაქვს უკვე დიდი ხანია, წლების მიხედვით კატეგორიზაცია და იმედია, როგორმე დავასრულებ მაგას. ეს შესავლების გარეშე არსებული სტატიებიც ძალიან მაწუხებს. ჰო ანიმაციური ფილმები ცალკე უბედურებაა - შეხვალ ინტერნეტში და ქართული ანიმაციის ისტორიაც არ წერია, ფილმოგრაფიებიც არ არის, მხოლოდ ჯეოსინემაზეა ცალკე რეჟისორებზე მიწერილი. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:28, 28 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

შესავლის გარეშე მრავალი სტატია შეიქმნა და სტატიათა ისტორია, რომ ნახო მეტწილად უცვლელია. შესავალი რა თქმა უნდა აუცილებელია. მსახიობებთან და რეჟისორებთან სრული ფილმოგრაფიაც აუცილებელია. უბრალოდ, იმდენი რამეა აქ გასაკეთებელი, რომ „თავბრუ მეხვევა“. მაგრამ, მგონია, რომ თავდაპირველად აქტუალურ საკითხებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ის რაც საზოგადოებაშია აქტუალური, იქნება ეს კინო, მსახიობი, რეჟისორი და სხვა. აი მაგალითად, არის ასეთი ქართული მულტფილმი „წავი ჩუკა“ აბა დაგუგლე, მხოლოდ ჯეოსინემაა. ინფორმაციაც არ მაქვს, როგორ შევქმნა სტატია. ანიმე ახსენე და ხინთიბიძე გამახსენდა, თურმე არ გვაქვს მასზე სტატია და შევქმნი. - ოთოჯი განხილვა 14:51, 28 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰო ამ რეჟისორების ძველ თაობაზე მართლა არ გვაქვს. იმ შესავლის გარეშე არსებულების შესავალი უბრალოც შეიძლება იყოს - სათაური - ამა და ამ წლის ასეთი და ასეთი ფილმი, გადაღებული ამა და ამ რეჟისორის მიერ. ჩუკა გამახსენდა, ბავშვობაში მექნებოდა ნანახი, თან რუსულ რესურსებში მოიპოვება. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:55, 28 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰო და აი ეგ მაცოფებს. ჩვენთან არაფერი წერია, ხოლო რუსულში იცოცხლე. ru:Бобрёнок Чука წარმოგიდგენია. :). - ოთოჯი განხილვა 15:03, 28 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

არაფერია უცნაური, ოთო, ყველაფრის აღწერა ჩაატარეს მაგათმა, რაც საბჭოთა ანიმაციას უკავშირდება. ყველაზე საინტერესოა, რომ ვისაც შეუძლია რაღაც წვლილის შეტანა, ამ შემთხვევაშიც - არ გვყავს ვიკიპედიაში. ათასში ერთხელ ეგეთ ხალხს მიაკითხავენ და სიუჟეტებს აკეთებენ, როდესაც უფრო მყარი ბაზა გვჭირდება რაღაც სახით. მოსმენილი მქონდა, რომ ქართული ანიმაციის ენციკლოპედიაც გააკეთეს, შეზღუდული რაოდენობით და შეზღუდული რაოდენობის ხალხს დაურიგეს, აი ეგ წიგნი კი გამოგვადგებოდა ბიოგრაფიული სტატიების შეყრაში. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:09, 28 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები, ეგრეა. ამ სფეროში წიგნები და ენციკლოპედიები არ გვაწყენდა. - ოთოჯი განხილვა 15:14, 28 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა (კატეგორია: ”გრძნობათა” ორგანოები.) ის გასწორებითვის

მადლობა (კატეგორია: ”გრძნობათა” ორგანოები.) ის გასწორებითვისწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა თერალი (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ოთო, ერთი მის განხილვაში შეიხედე. თარგმანში დაკარგულები :) --Henry McClean განხილვაწვლილი 19:31, 28 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
მივხვდი :). კარგი ჰენრი, შენ დამშვიდდი, მე გავაგრძელებ :). - ოთოჯი განხილვა 19:34, 28 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
მოკლედ, მიხედე, იმიტომ რომ პროფესიონალური გამოცდილება (დარწმუნებული ვარ, სახარბიელო) და ვიკიპედიაში მუშაობა ერთმანეთში ირევა. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:45, 28 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
თავიდან ყველას უჭირს, ავუხსნათ და გაიგებს ყველაფერს. უკვე მივწერე. - ოთოჯი განხილვა 19:59, 28 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

განხილვა

გამარჯობა ოთო. მადლობა დახმარებისთვის. კი სათაურთან დაკავშირებით უკვე დავწერე კითხვა, როგორ უნდა შემეცვალა. მიხეილს მივმართე ამ კითხვით და მირჩია ჯერ განხილვის გვერდზე დაწერე, სხვები როგორ შეაფასებენო. მეც ეგრე მინდოდა შეცვლა – ,,ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალები" – ასე უფრო სწორია. თუ შეცვლი დამავალებ :))))წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Dato panchulidze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

არაფრის :). კარგი მე გადავიტან სათაურს. - ოთოჯი განხილვა 07:48, 30 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა. - ოთოჯი განხილვა 07:50, 30 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

Hi! Please change current POTD for replace unfree image. See commons:Template:Potd/2014-04-30 (en). Thanks! --Kaganer განხილვაწვლილი 20:53, 29 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

Hello! Thank you! Done. - ოთოჯი განხილვა 07:43, 30 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

განხილვა

მადლობა ოთო დახმარებისთვის. კი ვიცი ,,ეტიმოლოგია" მეწერა. სამედიცინო წიგნებში ,,ეტიოლიგიაა", თუმცა როგორც მითხრეს ,,ეტიმოლოგია" ყოფილა სწორი და მეც ამიტომ დავწერე. სიმართლე გითხრა ძალიან მაინტერესებს ეს საკითხი :) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Dato panchulidze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

არაფრის :). ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში, ეტიოლოგია — მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ავადმყოფის გამომწვევ მიზეზებსა და პირობებს. ეტიმოლოგია - 1) ისტორიული ლექსიკოლოგიის დარგი; 2) სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობა. იგივეს გვეუბნება უცხო სიტყვათა ლექსიკონი იხილე ეტიოლოგია და ეტიმოლოგია. სტატიაში ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალები სექციაში ეტიოლოგია სწორედ, რომ წარმოშობის მიზეზებზეა საუბარი და ამიტომ მართებულია ეტიოლოგია. მე ვფიქრობ, რომ რაღაც მცირე გაურკვევლობასთან გვაქვს საქმე :). - ოთოჯი განხილვა 19:14, 30 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

თარგი:დსე

ოთოს გაუმარჯოს. აღნიშნულ თარგში საჭირო ადგილას ერთი ვერტიკალური ხაზი, „|“, ჩავამატე და ახლა არანაირი კვადრატული ფრჩხილები სტატიაში აღარ გამოჩნდება. ინფოგვერდიც შევცვალე შესაბამისად. სადაც უკვე არის ჩასმული ძველი ფორმატით, არც იმათ დასჭირდება შეცვლა, რუსულ სათაურს მაინც ამოიცნობს. მეორე დღესვე მომივიდა თავში ეგ აზრი, მაგრამ შემდეგ დამავიწყდა :) — G.G. 08:53, 1 მაისი 2014 (UTC)09:04, 1 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიო! მოკლედ მშვენიერი თარგი გამოვიდა და ნაკლიც არ აქვს. გამოსაყენებლადაც მარტივია. ანუ ჩვეულებრივად განვაგრძო თარგის გამოყენება როგორც ამ სტატიაში ? ელბურსი. - ოთოჯი განხილვა 09:06, 1 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჰო, შეგიძლია მასეც, ანუ {{დსე|სტატიის რუსული სახელი|}} და შეგიძლია ასეც {{დსე|სტატიის რუსული სახელი}}. პირველ შემთხვევაში ვერტიკალური ხაზი აქვს ტექსტის ბოლოს, ითხოვს, მეორეში — აღარ აქვს მნიშვნელობა უკვე, ექნება თუ არა, ორივე შემთხვევაში მუშაობს თარგი. რაღა თქმა უნდა შესაძლებელია ასეც: {{დსე|სტატიის რუსული სახელი|სტატიის ქართული სახელი}}. — G.G. 09:23, 1 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
აჰა, გასაგებია, მადლობა!. გიო, en:Template:Britannica რას მირჩევ დსე-ის ანალოგიით შევქმნა ?. - ოთოჯი განხილვა 09:31, 1 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
არა, იქ უფრო მარტივად არის საქმე, თუმცა ზოგიერთი დეტალია გასათვალისწინებელი, რაღაც-რაღაცები ზედმეტია. შევქმნა? — G.G. 09:44, 1 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
კი, თუ არ შეწუხდები. :). რადგან ვიყენებთ მასალებს დსე-დან და ბრიტანიკიდან, ძალაუნებურად უკვე საჭიროა ეს თარგები. - ოთოჯი განხილვა 10:01, 1 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
შენ გაიხარე. მოკლედ ძალიან კარგია და ნელ-ნელა დავლაგდით. აბა ნახე განდისიშანი ორივე თარგი ჩავსვი, როგორ მიგაჩნია ? კურსივი ორივე თარგის შემთხვევაში დავტოვოთ თუ ორთავეს მოვუხსნათ ?. მგონი კურსივი ცუდი არ არის, მე მომწონს. ვიღიმი - ოთოჯი განხილვა 10:58, 1 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
მგონი, არ იქნება ურიგო, ორივეს რომ ჰქონდეს. თარგი:დსე-საც გავუკეთებ მაშინ. სტატიაში მცირე ცვლილება შევიტანე.— G.G. 11:08, 1 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
კი, ვნახე ცვლილება. იყოს მაშინ კურსივი. დიდი მადლობა. :) - ოთოჯი განხილვა 11:10, 1 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
არაფერს. :)— G.G. 11:17, 1 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

როდოსი

ოთო როდოსი ვიკიში არ გვაქვს. ხომ არ დაწერდი და თან დაგვეხმარებოდი მე და აიტიშნიკს? შენი სფეროა, შენზე კარგად ამას ვერავინ გააკეთებს. --JABA 1977 15:27, 1 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

კი, დავწერ დღესვე. გეოგრაფიაში თუ იქნება დასაწერი დავწერ ხოლმე და ცოტა მაინც მოგეხმარებით. - ოთოჯი განხილვა 15:44, 1 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ოთო დიდი მადლობა. გეოგრაფიაში თუ რამე დასაწერი იქნება აქ მოგწერ ხოლმე. წინასწარ დიდი მადლობა. მართლა ძალიან დაგვეხმარები. --JABA 1977 16:46, 1 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

არაფრის. O.K. გაკეთდა. - ოთოჯი განხილვა 19:09, 1 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

თარგი:ბლოკი

ოთოს სალამი. თავის დროზე ამ თარგში მე შევიტანე ერთი ცვლილება, რომლის თანახმადაც {{subst:ბლოკი|დრო=|მიზეზი=}} აქ თუ დრო არ არის მითითებული, ავტომატურად „განუსაზღვრელი“ ჯდება. ამას კიდევ ერთი პლიუსი აქვს: „ბლოკირების ვადის გასვლის შემდეგ, გთხოვთ განახორციელოთ კონსტრუქციული რედაქტირებები“ ამ ტექსტს აშორებს ტექსტიდან. ლოგიკურიცაა, თუ განუსაზღვრელი ვადით ვბლოკავთ, რაღა ვადის გასვლაზეა საუბარი. იმედია, მიმიხვდი. — G.G. 09:24, 2 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიო! სრულიად გეთანხმები, ამ შემთხვევაში ის ტექსტი ზედმეტია. - ოთოჯი განხილვა 09:33, 2 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გილოცავთ

ოთო, გილოცავ დაბადების დღეს! გისურვებ წარმატებებს, წინსვლას, ჯანმრთელობას, სიმტკიცეს და ვიკიში შენი მიზნების ბოლომდე მიყვანას! ღმერთმა უმრავლოს ქართულ ვიკის შენნაირი ადამიანები! — Mikheil მიწერა 20:24, 4 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე მიშა, უღრმესი მადლობა! აი ჯანმრთელობით კი მოვიკოჭლებ, თუმცა თქვენთან ერთად ყოფნა მიხარია. მადლობა ამ კეთილი სიტყვებისთვის, პირადად ჩემთვის დიდი პატივია შენთან ერთად მუშაობა ერთ პროექტში. - ოთოჯი განხილვა 20:28, 4 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ ოთო, მრავალს დაესწარი საყვარელ ხალხთან ერთად. ულევ სიხარულს და ჯანმრთელობას გისურვებ. :) – BruTe () 20:30, 4 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ! წარმატება, ბედნიერება და ჯანმრთელობა იყოს შენი თანამგზავრი :)--ბექალაბაძე 20:33, 4 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ ოთო, მთავარია ყველაფერი ცხოვრებაში აწყობილი გქონდეს, დანარჩენი კი მერე იყოს, ამ ფონზე ვიკიშიც მშვიდად იმუშავებ. :) --Henry McClean განხილვაწვლილი 20:48, 4 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ოთო მთელი სულითა და გულით ვუერთდები მოლოცვებს, ღმერთმა ჯანმრთელობა, სიკეთე, სიხარული და სიყვარული არ მოგაკლოს. შენ ქართული ვიკიპედიის მარგალიტი ხარ და ასე გააგრძელე. --JABA 1977 03:14, 5 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
გილოცავ, ოთო! გისურვებ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, ულევ სიხარულს, სიყვარულს, წარმატებებს და ბედნიერებას! შენნაირი თავდადებული მომხმარებლები ცოტა ჰყავს ვიკის და მართლაც რომ მარგალიტებივით ბრწყინავთ! — G.G. 07:42, 5 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ოთო გილოცავ დაბადების დღეს! ყოველივე საუკეთესოს გისურვებ! ვიკიში შენი წვლილი ფასდაუდებელია--დათო1010 12:25, 5 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვუერთდები მილოცვებს! გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წინსვლას ცხოვრებაში!--შოთა [UT] 13:33, 5 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვუერთდები მილოცვებს. საუკეთესო სურვილებით.--ცანგალა () 19:12, 5 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

უღრმესი მადლობა, მილოცვისთვის, ყურადღებისთვის, თბილი სიტყვებისთვის ! - ოთოჯი განხილვა 07:37, 6 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

Mount Pelée

ოთო გამარჯობა, მოცალეობისას en:Mount Pelée ამ სტატიას ხომ არ დაწერდი? --JABA 1977 16:26, 6 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ჯაბა! რატომაც არა, მონტან-პელე საკმაოდ ცნობილი ვულკანია. - ოთოჯი განხილვა 16:38, 6 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა თანადგომისთვის. --JABA 1977 16:53, 6 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

არაფრის :). არსებობს სტატია მონტან-პელე. - ოთოჯი განხილვა 19:25, 6 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გალერეა

მოგესალმებით! ცხადია ვიკიპედიას გალერეის ტეგი იმისთვის აქვს, რომ გალერეა შეიქმნას. მოცემულ სტატიაში განსაზღვრული მაქვს თეატრების მიხედვით ერთი შედარებით მოზრდილი და რამდენიმე მცირე გალერეის შექმნა, ანუ გალერეა სწორედ თემატური ინფორმაციის შესავსებად იქნება გამოყენებული. რაც შეეხება კომონსში გვერდის შექმნას, ნამდვილად სწორი შენიშნვნაა, თუმცა მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა იქ არ გადავა, იმ უბრალო მიზეზით, რომ მსგავს ნიუანსებში ჩახედულები არ არიან. ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ აღნიშნულ სურათებზე საავტორო უფლებების ამჟამინდელი მფლობელის (მხატვრის შვილის) და თვით აწგარდაცვლილი მხატვრის (რომელიც ძალზე განიცდიდა საკუთარი ნამუშევრბეის ბედს) სურვილი!!!წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Cocoracha (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .