ვიკიპედია:ხუთი პილასტრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Wikipedia-info.png
ინფორმაცია
მოკლე გადამისამართება - მალსახმობიGnome-go-last.svg
ვპ:5პ

ვიკიპედიის ყველა პრინციპი ემყარება ხუთ პილასტრს, რომელიც განსაზღვრავს ვიკიპედიის ხასიათს:

BluePillar.svg
ვიკიპედია არის ენციკლოპედია, რომელიც მოიცავს ზოგადი შინაარსის, სპეციალიზირებული ენციკლოპედიებისა და ალმანახის ელემენტებს. ვიკიპედია არ არის ინფორმაციის განურჩეველი კოლექცია. ის არ არის წყარო-დოკუმენტების კოლექცია ან ტრივია, ლექსიკონი, ახალი ამბების მაცნე, დემოკრატიისა ან ანარქიის ცდა, ან კიდევ ვებ-დირექტორია. ეს არ არის ადგილი, სადაც თქვენ შეგიძლიათ საკუთარი მოსაზრებები, გამოცდილებები თუ არგუმენტები დაამატოთ — ყველა რედაქტორი უნდა მიჰყვეს არა ორიგინალური გამოკვლევის პოლიტიკას და ეცადოს დაიცვას აკურატულობა.
 
GreenPillar.svg
ვიკიპედიას ნეიტრალური თვალსაზრისი აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ სტატიები, რომლებიც რაიმე გარკვეულ თვალსაზრისს ან პოზიციას არ ემხრობა. ხშირად ეს მოითხოვს მრავალი თვალსაზრისის ციტირებას, თითოეული პოზიციის აკურატულად გაშუქებით, რათა მკითხველი მიხვდეს, თუ ვის თვალსაზრისს წარმოადგენს იგი; ამასთან არცერთ პოზიციას მიენიჭება სიმართლის ან საუკეთესო მოსაზრების სტატუსი. ეს მოითხოვს შეძლებისდაგვარად ავტორიტეტული წყაროების მოყვანას, განსაკუთრებით საკამათო საკითხების გაშუქებისას. რედაქტირების ვერსიის ნეიტრალურობაზე კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში გამოაცხადე გაგრილების პერიოდი და მონიშნე სტატია, როგორც საკამათო; ჩამოწერე დეტალები განხილვის გვერდზე და მიჰყევი კონფლიქტის გადაჭრის პრინციპებს.
 
YellowPillar.svg
ვიკიპედია თავისუფალი წყაროა, რომელიც ყველას შეუძლია შეასწოროს. მთელი ტექსტი არის GNU თავისუფალი დოკუმენტაციის ლიცენზიით (GFDL) და მისი დისტრიბუცია ან მასზე მითითება ამ ლიცენზიის შესაბამისად ხდება. იცოდეთ, რომ სტატიების შეცვლა ნებისმიერს შეუძლია და ამგვარად ვერავინ დააწესებს კონტროლს რომელიმე სპეციფიურ სტატიაზე; შესაბამისად, ნებისმიერი წვლილი, რომელიც თქვენ შეგაქვთ, შეიძლება ჩასწორდეს და გადაკეთდეს დაუნდობლად სხვა მომხმარებელთა მიერ. ნუ შეიყვანთ საავტორო უფლებებით დაცულ ინფორმაციას ან ნამუშევრებს, რომელზეც უკვე არსებობს რაიმე სახის ლიცენზია, რომელიც ეწინააღმდეგება GFDL-ს.
 
OrangePillar.svg
ვიკიპედიას ქცევის კოდექსი აქვს: პატივი ეცით კოლეგა-ვიკიპედიელებს უთანხმოების მიუხედავად. იყავით ცივილიზებული. თავი აარიდეთ პირად შეურაცხყოფას ან ზერელე განზოგადებებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე; როცა რედაქტირება ზედმეტად აქტიური ხდება, მოერიდეთ მწვავე რედაქტირების ომებს — დაიცავით სამი დაბრუნების წესი; გახსოვდეთ, რომ არსებობს 82,372 სტატია ქართულ ვიკიპედიაში და ყველა მათგანზე შეიძლება მუშაობა და განხილვა. იმოქმედეთ კეთილი მიზნით და ჩათვალეთ, რომ სხვებსაც იგივე მიზანი ამოძრავებს. იყავით გახსნილი, მოყვარე ყველას მიმართ.
 
RedPillar.svg
ვიკიპედიას არა აქვს მყარი წესები ხუთი ძირითადი პრინციპის გარდა, რომელიც აქ არის აღწერილი. იყავით გაბედული რედაქტირების, გადატანისა და სხვა ცვლილებებისას, ვინაიდან რედაქტირების ხალისი არის ისიც, რომ უნაკლობა აუცილებელი მოთხოვნა არ არის. ნუ იდარდებთ იმაზე, რომ შესაძლოა ყველაფერი აგერიოთ. სტატიის ყველა წინა ვერსია შენახულია და არ არსებობს გზა, რომ შემთხვევით ვიკიპედია დაზიანდეს ან შეუქცევად განადგურდეს მისი შემადგენლობა. თუმცა გახსოვდეთ — რასაც აქ დაწერთ შესაძლოა სამუდამოდ შეინახოს.

იხილეთ აგრეთვე