ზემო ბოლნისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ბოლნისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თემი ბოლნისი
კოორდინატები 41°21′47″ ჩ. გ. 44°30′18″ ა. გ. / 41.36306° ჩ. გ. 44.50500° ა. გ. / 41.36306; 44.50500
ადრეული სახელები სარკინეთი, ინჯაოღლი, დემირ-სუ
ცენტრის სიმაღლე 615
მოსახლეობა 365[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო ბოლნისი — საქართველო
ზემო ბოლნისი
ზემო ბოლნისი — ქვემო ქართლი
ზემო ბოლნისი

ზემო ბოლნისი, შუა ბოლნისი (ყოფ. სარკინეთი, დემირ-სუ, ინჯაოღლი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისის თემში.[2] მდებარეობს მდინარე ბოლნისისწყლის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 615 , ქალაქ ბოლნისიდან 12 კმ-ის დაშორებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში, გზასთან ახლოს, მთის კალთაზე არის გვიანი შუა საუკუნეების ეკლესია, რომლის დასავლეთ ფასადზე, შესასვლელი კარის თავზე არის ქართული ლაპიდარული წარწერა.

სოფლის მახლობლად არის ნასოფლარი დემირ-სუ მდინარე ბოლნისისწყლის მარცხენა ნაპირზე, ბოლნის-ხაჩინის მხარეს, შემორჩენილია დარბაზული ტიპის ორი დაზიანებული საყდარი. მათგან ერთი 1641 წლით თარიღდება. ნასოფლარის ადგილზე ჩანს მარნები და ქვევრები. შეიმჩნევა არხის კვალიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნაწ. 3-4, — თბილისი, 1938

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]