მომხმარებელი:ხათუნა68

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სირასგომის ციხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთის რესპუბლიკის არდაჰანის პროვინციის მერკეზის(ცენტრალური) ილჩეს სოფელ სარიამაჩის სანახებში აგებულია ძველი მეგალითური ციხე-სიმაგრე.საფორტიფიკაციო ნაგებობა სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია როგორც სარიამაჩის კოშკი.

სოფელი სარიამაჩის ძველი სახელწოდებაა სირასგომი.აღნიშნული ციხე-სიმაგრე ისტორიულ არტაანის ტერიტორიაზე მდებარეობს,რომელიც თავის მხრივ ისტორიული მესხეთის ნაწილია.

ციხე-სიმაგრე თავისი მდებარეობით გამორჩეულია.ის მაღალმთიან ზონაშია აგებული.სირაგომის ციხე ზ.დ.2190 მეტრზე მდებარეობს.

ტოპონიმი "სირასგომი"თითქოს დაკავშირებული უნდა იყოს ქართულ ენაში გავრცელებულ ორ სიტყვასთან,ესენია:სირა და გომი/გომური."სირა"არაბული სიტყვაა და ნიშნავს რიგს. "გომური" არის გლეხური სახლი.ამ შემთხვევაში აღნიშნავს სადგომს.

მოგვიანებით ,როდესაც ციხე-სიმაგრემ დაკარგა თვისი პირვანდელი ფუნქცია,მოსახლეობა მას სათვალთვალო კოშკად იყენებდა,ხოლო ირგვლივ არსებული გალავანი თანდათან მოირღვა და დღეს მისგან, ფაქტობრივად,არაფერია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 1, თბ. 2020 ISBN 978-9941-9675-9-7
  • არტაანი.სირაგოსის ციხე-ლერი თავაძე.გვ.99-107

კატეგორია (++):