ლენდ-ლიზი
ლენდ–ლიზი (ინგლ. lend — გასესხება და lease — იჯარით გაცემა) იყო სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებული შტატები ამარაგებდა გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთს და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალით, იარაღით, სურსათით და სტრატეგიული ნედლეულით. სანაცვლოდ, ბრიტანეთისაგან შტატებმა მიიღო სამხედრო ბაზები ნიუფაუნდლენდში, ბერმუდასა და კარიბის ზღვაში. პროგრამა დაიწყო 1941 წლის მარტში, ომის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ.
პროგრამის ფარგლებში ამერიკამ გასცა 50,1 მილიარდი დოლარის (2007 წლის ფასებით, დაახლოებით 700 მილიარდის ექვივალენტი) ღირებულების დახმარება: 31,4 მილიარდი ბრიტანეთს, 11,3 მილიარდი საბჭოთა კავშირს, 3,2 მილიარდი საფრანგეთს და 1,6 მილიარდი ჩინეთს. საპირისპიროდ ლენდ–ლიზმა (მოკავშირეთა მიერ აშშ–სთვის გაწეული დახმარება) შეადგინა 7,8 მილიარდი დოლარი, აქედან 6,8 მილიარდი მოდის ბრიტანეთსა და თანამეგობრობის ქვეყნებზე.
| ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
სტატიის