მიხეილ წინამძღვრიშვილი
მიხეილ წინამძღვრიშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | მიხეილ დოროთეს ძე წინამძღვრიშვილი |
დაბადების თარიღი |
10 მაისი, 1882 სურამი, ხაშურის მუნიციპალიტეტი |
გარდაცვალების თარიღი |
28 დეკემბერი, 1956 (74 წლის) თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
პროფესია | თერაპევტი, კარდიოლოგი |
მშობლები | მამა: დოროთე წინამძღვრიშვილი |
მიხეილ დოროთეს ძე წინამძღვრიშვილი (დ. 10 მაისი, 1882, სურამი, ხაშურის მუნიციპალიტეტი — გ. 28 დეკემბერი, 1956, თბილისი) — ქართველი თერაპევტი, კარდიოლოგი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე, თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კარდიოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზატორი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მიხეილ დოროთეს ძე წინამძღვრიშვილი დაიბადა ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში. 1910 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი თერაპევტი-კარდიოლოგი. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „მასალები ქონდროიტინ-გოგირდმჟავას ქიმიისა და შარდში აღმოჩენის შესახებ მუცლის ტიფის დროს" (1921). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე, თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კარდიოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზატორი, მისი პირველი დირექტორი, პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკაში. მნიშვნელოვანია მისი შრომები გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობათა შესახებ.
მიხეილ წინამძღვრიშვილი დაჯილდოებულა შრომის წითელი დროშის ორდენით, მედლით 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის და სამკერდე ნიშნით „ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული“. მიხეილ წინამძღვრიშვილი — საქართველოს სსრ II-IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუატატი.
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სამკერდე ნიშნით "ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული" მედლით
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის
- შრომის წითელი დროშის ორდენი
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დაბადებული 10 მაისი
- დაბადებული 1882
- გარდაცვლილი 28 დეკემბერი
- გარდაცვლილი 1956
- ხაშურის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- საქართველოს სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- წინამძღვრიშვილები
- ქართველი კარდიოლოგები