მიხაილო მაქსიმოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხაილო მაქსიმოვიჩი
მშობლიური სახელი უკრ. Михайло Олександрович Максимович
დაბადების თარიღი 3 (15) სექტემბერი 1804
პოლტავის გუბერნია
გარდაცვალების თარიღი 10 (22) ნოემბერი 1873 (69 წლის)
პოლტავის გუბერნია
ქვეშევრდომობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
განათლება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1823) ფიზიკა-მათემატიკის მაგისტრი
პროფესია ბოტანიკოსი, ეთნოგრაფი
ჯილდოები თავადი ვლადიმირის საიმპერატორო ორდენი

მიხაილო  მაქსიმოვიჩი (უკრ. Михайло Олександрович Максимович; დ. 3 (15) სექტემბერი, 1804 — გ. 10 (22) ნოემბერი, 1873) — უკრაინელი  ფილოლოგი, ფოლკლორისტი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, პოეტი, ბოტანიკოსი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის  წევრ-კორესპონდენტი ( 1871 წ.); ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი და კიევის საიმპერატორო უნივერსიტეტის პირველი რექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1804 წლის 3 (15) სექტემბერს ტიმკოვსჩინას ხუტორში ზოლოტონოშას მახლობლად (ახლანდელი სოფელი ბოგუსლავეცი, ჩერკასის ოლქი, უკრაინა). მამა   კაზაკების ძველი გვარის წარმომადგენელი გახლდათ, დედა— პოლონური წარმოშობის  რუსი დიდგვაროვნების— ტიმკოვსკების ოჯახიდან.

1819 წელს დაამთავრა ნოვგოროდ-სევერსკის გიმნაზია და ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1821 წელს გადავიდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა  ფაკულტეტზე. იყო გ.ფ.ჰოფმანის სტუდენტი. 1823 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია "მცენარეული სამეფოს სისტემების შესახებ". მუშაობდა ბიბლიოთეკაში და უნივერსიტეტის ჰერბარიუმში. 1826 წლიდან 10 წლის განმავლობაში მსახურობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დირექტორად.[1][2]

1824-1825 წლებში მან მოსკოვის პროვინციაში შეაგროვა ჰერბარიუმის დიდი კოლექციები, რომლებიც დღემდე კარგ მდგომარეობაშია  და დაცულია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰერბარიუმში. მიხაილო მაქსიმოვიჩი სპეციალურად გაგზავნეს მოსკოვის პროვინციის ყველა რაიონიდან მცენარეების შესაგროვებლად და აღსაწერად. მან  შეადგინა „მოსკოვის ფლორის მცენარეთა სია“, რომელშიც ჩამოთვლილია 926 სახეობა. 1832 წელს გაგზავნეს კავკასიაში, საიდანაც მდიდარი კოლექციები ჩამოიტანა. 1833 წელს აირჩიეს ბოტანიკის პროფესორად. ხელმძღვანელობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ბოტანიკის განყოფილებას (1833 წლის აგვისტოდან 1834 წლის ივნისამდე).[3][4]

1834 წლის მაისში განათლების მინისტრის, გრაფ უვაროვის კატეგორიული მოთხოვნით, რომელიც პოლიტიკური მოსაზრებებით მოქმედებდა, იგი იძულებული გახდა დაეკავებინა რუსული ლიტერატურის კათედრა წმინდა ვლადიმირის უნივერსიტეტში, რომელიც  გაიხსნა კიევში. 1834 წლის ოქტომბერში მიხაილო მაქსიმოვიჩი უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა.

1835 წლის დეკემბერში გადადგა რექტორის თანამდებობიდან, ხოლო 1841 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, უარი თქვა პროფესორის წოდებაზე.   ორი ​​წელი (1843-1845) კითხულობდა ლექციებს კერძო ლექტორის რანგში. შემდეგ  გახდა „ძველი აქტების განხილვის დროებითი კომისიის“ აქტიური წევრი. ასწორებდა მასალებს  გამოსაცემად.

მაქსიმოვიჩი გადავიდა თავის მამულში "მიხაილოვა გორაზე" (დნეპერის ნაპირებზე, პოლტავას პროვინციის ზოლოტონოშსკის რაიონში) იგი დროდადრო სტუმრობდა მოსკოვს და ხვდებოდა მეგობრებს.

გარდაიცვალა 1873 წლის 10 (22) ნოემბერს თავის მამულში. იქვე დაკრძალეს.

პუშკინი და გოგოლი აღფრთოვანებული იყვნენ მაქსიმოვიჩის რუსული სიმღერებით; გოგოლი მასთან მიმოწერას აწარმოებდა.

1857 წლის ბოლოდან, დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში, ხელმძღვანელობდა ჟურნალ „რუსკაია ბესედა“- ს რედაქციას, ხოლო 1858 წელს გახდა რუსული ლიტერატურის მოყვარულთა განახლებული საზოგადოების მდივანი.

მიხაილო მაქსიმოვიჩი 1871 წელს გახდა მოსკოვის უნივერსიტეტის საპატიო წევრი.[5]

იყო კრებულ „კიეველი“-ს რედაქტორ-გამომცემელი.

2004 წელს გამოშვებული საფოსტო მარკა მიხაილო მაქსიმოვიჩის 200 წლისთავთან დაკავშირებით

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკრაინის მონეტა მიხაილო მაქსიმოვიჩის გამოსახულებით

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Указание, что он учился на философском факультете неверно, поскольку с 1804 по 1835 годы философского факультета не существовало
  2. Вехов Н. В. «Аптекарский огород» в Москве — Московский журнал. — 2008 — № 3 (რუს.)
  3. Баландин С. А., Губанов И. А., Павлов В. Н. История Гербария Московского университета // Гербарий Московского университета (MW): история, современное состояние и перспективы развития / Под ред. С. А. Баландина. — М., 2006. — С. 10—37. (რუს.)
  4. Максимович, 1826 (რუს.)
  5. Летопись Московского университета
  6. Аудиторный корпус Московского университета на Моховой – Летопись | Летопись Московского университета[მკვდარი ბმული]. letopis.msu.ru. ციტირების თარიღი: 7 ივნისი 2017.