მიასი (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიასი

მდინარე ჩელიაბინსკში
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები ბაშკირეთი, ჩელიაბინსკის ოლქი, კურგანის ოლქი
ქალაქები მიასი, ჩელიაბინსკი
სათავე 54°47′09″ ჩ. გ. 59°37′16″ ა. გ. / 54.78583° ჩ. გ. 59.62111° ა. გ. / 54.78583; 59.62111
შესართავი ისეტი
56°05′39″ ჩ. გ. 64°30′01″ ა. გ. / 56.09417° ჩ. გ. 64.50028° ა. გ. / 56.09417; 64.50028
სიგრძე 658 კმ
აუზის ფართობი 21 800 კმ²
მდინარის სისტემა ისეტიტობოლიირტიშიობიკარის ზღვა
წყალსაცავი არგაზის წყალსაცავი
წყლის ხარჯი (საშ.) 15,4 მ³/წმ
მიასი (მდინარე) — რუსეთი
მიასი (მდინარე)
მიასი (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
მიასი ვიკისაწყობში

მიასი (რუს. Миасс) — მდინარე რუსეთში, ჩელიაბინსკისა და კურგანის ოლქებში, სათავე ბაშკირეთში აქვს; ისეტის (ირტიშის აუზი) მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 658 კმ, აუზის ფართობი 21 800 კმ². სათავეს იღებს ურალთაუს ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მიედინება ჩრდილოეთის მიმართულებით, ილმენის დასავლეთ მთისძირში, შემდეგ იმიერურალეთისა და დასავლეთ ციმბირის ვაკეებზე. იკვებება უპირატესად თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის აპრილ – მაისში. საშუალო ხარჯი შესართავიდან 24 კმ-ში 15,4 მ³/წმ-ია. ჩამონადენი რეგულირდება რიგი მცირე ზომის წყალსაცავის საშუალებით (ყველაზე მნიშვნელოვანი — არგაზის წყალსაცავი). იყინება ოქტომბრის ბოლოს – ნოემბერში, ლღვება აპრილში. მიასის წყალი გამოიყენება სამრეწველო საწარმოების წყალმომარაგებისთვის. მდინარეზეა ქალაქები: მიასი, ჩელიაბინსკი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Миасс // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 16 — М., 1974.