მთრთოლავი ვერხვი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთრთოლავი ვერხვი
Populus tremula 004.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: Malpighiales
ოჯახი: ტირიფისებრნი
გვარი: ვერხვი
სახეობა: მთრთოლავი ვერხვი
ლათინური სახელი
Populus tremula
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მთრთოლავი ვერხვი (Populus tremula), ფოთოლმცვივანი ხე ტირიფისებრთა ოჯახის ვერხვის გვარისა. მისი სიმაღლე 25-35 მ აღწევს. გადმოკიდებული და ჰაერში მთრთოლვარე ფოთლები აქვს. სიმაღლის მოყვარული, ტყისპირებსა და განათებულ ადგილებს არჩევს. გავრცელებულია თითქმის მთელ ევროპასა და აზიაში, ჩვენში იზრდება მთის ტყეებში. დასავლეთ საქართველოში უმთავრესად სოჭნარსა და წიფლნარშია შერეული, აღმოსავლეთ საქართველოში — უმეტესად მეჩხერ წიფლნარსა და ფიჭვნარში. მთრთოლავი ვერხვი ქმნის წმინდა კორომებსაც. მისი მერქანი ძალიან რბილი და მსუბუქია. იყენებენ ასანთის, ქაღალდის წარმოებაში, სხვადასხვა წვრილმანი ნივთის დასამზადებლად.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მაყაშვილი ა., ქსე, ტ. 6, თბ., 674, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე