ტირიფისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ტირიფისებრნი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Salicaceae | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
|
|
ტირიფისებრნი (ლათ. Salicaceae) — ფოთლომცვივან ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ორსახლიანი ხეები ან ბუჩქებია. აქვთ მარტივი, მორიგეობით განლაგებული ფოთლები, წვრილი, მჭადა ყვავილებად შეკრებილი ყვავილები, კოლოფი ნაყოფი. თესლი „აღჭურვილია“ საფრენი ბუსუსებით. აერთიანებს 3 გვარის (ვერხვი, ტირიფი და ჩოზენია) 700-მდე სახეობას, რომლებიც გავრცეელბულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი და ცივი ჰავის სარტყლებში.
საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულია 2 გვარი: ვერხვი და ტირიფი. ამ ოჯახის ზოგ სახეობას, როგორც ადგილობრივს, ისე ინტროდუცირებულს, ფართოდ იყენებენ გამწვანებაში და ქარსაფარ ზოლებად, მერქანს — ქაღალდის, ასანთისა და საფანერო წარმოებაში. მთელი რიგი სახეობების ქერქი და ფოთლები მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს.
სახეობები[რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ლორია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 725, თბ., 1985 წელი.
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Boucher, L. D. (2003). „An extinct genus of Salicaceae based on twigs with attached flowers, fruits, and foliage from the Eocene Green River Formation of Utah and Colorado, USA“. American Journal of Botany 90 (9): გვ. 1389–99. DOI:10.3732/ajb.90.9.1389. PMID 21659238.