მეტეხის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეტეხის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის რკინიგზის სადგურის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 200-300 მეტრზე, აგურის ქარხნის ნომერ პირველი თიხის კარიერის ტერიტორიაზე. თარიღდება ადრინდელი ბრინჯაოს ხანით.

ნამოსახლარზე შემორჩენილია კარგად მოსწორებული 0,05 მეტრი სისქის მოპრიალებული თიხატკეპნილი იატაკი, თიხის ბათქაშის ზედაპირზე აღმოჩენილი წნულის ანაბეჭდები მოწმობს, რომ ნაგებობას კედლები მოწნული და შელესილი ჰქონია. იატაკის ცენტრში იყო ძირგახვრეტილი მრგვალი უშვერილო კერა, ასეთი კერა შედარებით იშვიათად გვხვდება ამავე ხანის სხვა ძეგლებში. იატაკზე და კერაზე აღმოჩნდა სამყურა მოზრდილი ჭურჭელი, სწორპირიანი და მრგვალ მუცლიანი, ყურიანი ქოთანი, რელიეფური ორნამენტით შემკული მოზრდილი დერგის, კვერცხისებრი ქილისა და სხვა ჭურჭლის ნამტვრევები. მასალა დაცულია კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]