მესინის პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მესინის პროვინცია
Provincia di Messina
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი პროვინცია
შედის სიცილიის რეგიონში
მოიცავს 108 კომუნას
ადმინისტრაციული ცენტრი მესინა
მოსახლეობა (2005) 662 450 კაცი
სიმჭიდროვე 200 კაცი/კმ²
ფართობი 3 247 კმ²
მესინის პროვინცია რუკაზე
სატელეფონო კოდი 090, 0941, 0942
საფოსტო ინდექსები 98000-98100
ავტომობილის
სანომრე ნიშნები
ME
Commons-logo.svg Provincia di Messina

მესინის პროვინცია (იტალ. Provincia di Messina) — პროვინცია იტალიაში, ავტონომიურ კუნძულოვან რეგიონ სიცილიაში. დედაქალაქია მესინა.

პროვინციის ფართობი 3 247 კმ²-ია, მოსახლეობა — 662 450 ადამიანი (2005, სიცილიის მოსახლეობის 13%). ასევე მოიცავს ლიპარის კუნძულებს. ტერიტორია ძირითადად მთიანია, გამონაკლისია ალუვიური ვაკეები მდინარეთა შესართავებთან. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი თავს სანაპირო ზოლში იყრის, მას შემდეგ, რაც XIX საუკუნიდან ხალხმა მთიანი ქალაქების დატოვება დაიწყო.

მთავარი ქედებია პელორიტანი (1300 მ) და ნებროდი (1 900 მ), რომლებიც მოიცავს რეგიონულ ბუნების ნაკრძალს.

კომუნები[რედაქტირება]

პროვინცია 108 კომუნისგან შედგება. ცხრილში მოცემულია ძირითადი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:

ჟარდინი-ნაკსოსი — მესინის პროვინციის პოპულარული კურორტი
კომუნა მოსახლეობა
მესინა 246 951
ბარსელონა-პოცო-დი-გოტო 41 157
მილაცო 32 600
პატი 13 241
სანტ'აგატა-დი-მილიტელო 13 026
კაპო-დ'ორლანდო 12 928
ტაორმინა 10909
ლიპარი 10 782

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]