ენის პროვინცია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| შედის | სიცილიის რეგიონში |
| მოიცავს | 20 კომუნას |
| ადმინისტრაციული ცენტრი | ენა |
| მოსახლეობა (2001) | 176 959 კაცი |
| სიმჭიდროვე | 69 კაცი/კმ² |
| ფართობი | 176 959 კმ² |
| სატელეფონო კოდი | 0935, 0934 |
| საფოსტო ინდექსები | 94000-94100 |
| ავტომობილის სანომრე ნიშნები |
EN |
| Provincia di Enna | |
ენის პროვინცია (იტალ. Provincia di Enna) — პროვინცია იტალიაში, ავტონომიურ კუნძულოვან რეგიონ სიცილიაში. დედაქალაქია ენა, რომელიც კუნძულის გეოგრაფიულ ცენტრში მდებარეობს.
პროვინციის ფართობი 2 562 კმ²-ია, მოსახლეობა — 177 200 ადამიანი (2001).
პროვინციის ტერიტორიაზე გვხვდება როგორც მთები, ისე დაბლობები, მაგრამ დიდი ნაწილი ძირითადად გორაკ-ბორცვიანია, რაც ხელსაყრელია სოფლის მეურნეობისა და საგზაო სისტემის განვითარებისთვის.
კომუნები[რედაქტირება]
პროვინცია 20 კომუნისგან შედგება. ცხრილში მოცემულია ძირითადი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:
| კომუნა | მოსახლეობა |
|---|---|
| ენა | 29 070 |
| პიაცა-არმერინა | 21 711 |
| ნიკოზია | 14 719 |
| ლეონფორტე | 14 006 |
| ბარაფრანკა | 12 985 |
| ტროინა | 9 842 |
| ვალგუარნერა-კაროპეპე | 8 545 |
| აგირა | 8 247 |
| რეგალბუტო | 7 706 |
| პიეტრაპერცია | 7 350 |
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- Pictures, history, tourism, gastronomy, books, local products, local surnames, transportation in the province of Enna
- Enna Traditions, culture, gastromony, nature and tourism in the province of Enna
|
||||||||