მარჯნისფერი ასპიტები
| მარჯნისფერი ასპიტები | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ტეხასური მარჯნისფერი ასპიტი (Micrurus tener)
|
||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Leptomicrurus Calliophis Micrurus Micruroides |
||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
მარჯნისფერი ასპიტები (Micrurus), გველების გვარი ასპიტისებრთა ოჯახისა. მკვეთრი შეფერილობა აქვთ (სხეული სხვადასხვა კომბინაციაში შემოსარტყლულია შავი, ყვითელი და წითელი რგოლებით). აქვთ პატარა თავი, მოკლე კუდი, პირი შედარებით პატარაა და სუსტად იწელება, ასევე პატარაა შხამიანი კბილებიც. ზედა ყბაზე გააჩნიათ მხოლოდ შხამიანი ეშვები. გვარში 65 სახეობაა. გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (უფრო მეტია ცენტრალურ ამერიკაში). ყველაზე დიდია გიგანტური მარჯნისფერი ასპიტები (Micrurus spixii), რომლის სიგრძე 1,5 მ აღწევს, ბინადრობს ამაზონის აუზში. არლეკინისებრი მარჯნისფერი ასპიტების (Micrurus fulvius) სიგრძე 1 მ აღწევს, გავრცელებულია ყველაზე ჩრდილოეთით (აშშ-ის ინდიანისა და კენტუკის შტატები); ჩვეულებრივი მარჯნისფერი ასპიტების (Micrurus corallinus) სიგრძე 0,5 მ-ზე მეტია, გავრცელებულია აღმოსავლეთ ბრაზილიაში. მარჯნისფერი ასპიტების ნაკბენი ზოგჯერ სასიკვდილოა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- მუსხელიშვილი თ., ქსე, ტ. 6, გვ. 478-479, თბ., 1983
სტატიის