მარტვირი ქართველი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარტვირი ქართველი, საბაწმინდელი, VI-VII საუკუნეების ქართველი მოღვაწე, მისტიკოსი. შემონახულია მისი ასკეტიკურ-მისტიკური შინაარსის თხზულება "სინანულისათჳს და სიმდაბლისა". გადმოცემის თანახმად, მარტვირი ქართველი ყოფილა მამასახლისი საბა განწმენდილის (გარდაიცვალა 532) ლავრისა პალესტინაში. აღნიშნულ თხზულებაში განხილულია შემდეგი ასკეტური თემები: ლოცვა, სინანული, სიმდაბლე, მორჩილება, ძმათა სამსახური, მოღვაწეობა, მოთმინება. მარტვირის მიერ გამოთქმულ აზრთა შორის ბევრია ისეთი, რომელიც ახალი დროისათვისაც საინტერესოა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • ქსე, ტ. 6 , გვ. 458, თბ., 1983