მარმუჭი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარმუჭი
Alchemilla alpina
Alchemilla alpina
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: Rosales
ოჯახი: ვარდისებრნი
გვარი: მარმუჭი
ლათინური სახელი
Alchemilla

მარმუჭი (Alchemilla) — მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი დაბალი ბალახებია. მეტწილად მხოხავი ფესური და გრძელყუნწიანი ფესვთანური ფოთლების როზეტი აქვთ. პატარა ორსქესიან ყვავილებს გვირგვინის ფურცლები არ გააჩნია და განლაგებულია გორგლებით, რომლებიც თავის მხრივ ფარისებრ-საგველა ყვავილედებშია თავმოყრილი. 300-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ამერიკაში. საქართველოში იზრდება 61 სახეობა, მათგან 30 — საქართველოს ენდემია. მარმუჭის სახეობები იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში, მეტწილად ბუჩქნარებში, ტყის ფერდობებსა (განათლებულ ადგილებში) და მდელოებზე, მდინარეთა სანაპიროებსა და ზოგჯერ გზის პირებზეც კი. ზოგიერთი სახეობა დომინანტობს მაღალმთის მდელოებზე და ქმნის ე. წ. „მეორადი ხალების“ მცენარეულ საფარს. ზოგიერთი სახეობის ფესურა და ფოთლები საღებავ ნივთიერებებს შეიცავს.

ლიტერატურა[რედაქტირება]