მარისა ტომეი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარისა ტომეი
Marisa Tomei
Marisa Tomei by David Shankbone.jpg
მარისა ტომეი 2008 წელს
დაბადების სახელი მარისა ტომეი
დაბადების ადგილი ბრუკლინი, აშშ
დაიბადა 4 დეკემბერი 1964
საქმიანობა მსახიობი
შემოქმედების წლები 1983–დღემდე

მარისა ტომეი (ინგლ. Marisa Tomei; დ. 4 დეკემბერი 1964, ბრუკლინი, აშშ) — ამერიკელი თეატრისა და კინოს მსახიობი. მარისა ტომეი თავდაპირველად მონაწილეობას ღებულობდა სატელივიზიო სერიალებში, როგორებიცაა: „როგორ ბრუნავს სამყარო“, „განსხვავებული სამყარო“ და სხვ. კინოში სახელი გაითქვა როლით მონა ლიზა ვიტო, ფილმში „ჩემი ბიძაშვილი ვინი“. მნიშვნელოვანი იყო ასევე საკულტო კინოფილმი: „ბევერლი ჰილზის ჯურღმულები“.

სექციების სია

ბიოგრაფია [რედაქტირება]

მარისა ტომეი იტალო-ამერიკელია,[1][2] დაიბადა ბრუკლინში, დედამისის ინგლისურის ენის მასწავლებლის პატრისია „ადისა“ და მამამისის – ადვოკატის გერი ტომეის ოჯახში.[3] ჰყავს უმცროსი ძმა ადამ ტომეი, რომელიც აგრეთვე მსახიობია. მარისა ტომეი აღზარდეს მამამისის მშობლებმა რიტა და რომეო ტომეიმ, რომლებიც მარისას ეკუთვნოდნენ როგორც ბებია და ბაბუა.[4] იგი გაიზარდა ბრუკლინის გარეუბან მიდვუდში.[5] 1982 წელს დაამთავრა ედვარდ მეროუს საშუალო სკოლა, ხოლო შემდეგ სწავლობდა ბოსტონის უნივერსიტეტში.[4]

კინოში მისი დებიუტი შედგა 1984 წელს ფილმში „ბიჭი ფლამენგოდან“, სადაც ხვდა წილად ეპიზოდური როლი. შემდეგ წლებში უმნიშვნელო როლებს ღებულობდა. კინოკრიტიკოსების მხრიდან ტომეიმ აღიარება მოიპოვა მას შემდეგ, რაც შეასრულა როლი ფილმში „ჩემი ბიძაშვილი ვინი“, სადაც კომედიური იერსახე განასახიერა.[6] ტომეიმ ფილმში ავტო მექანიკოსის – მონა ლიზას როლი შეასრულა. ამ ფილმში მარისა ტომეის, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის მიენიჭა ოსკარის პრემია. ცნობილი ამერიკელი კრიტიკოსი ვინსენტ კენდი წერდა: რომ, ტომეი გვაძლევს ყველა იმ საბაბს, რომ ქონდეს შესანიშნავი კომიკოსის იმიჯი.[7]

კომერციული თვალსაზრისით, მარისა ტომეის ყველაზე წარმატებული ფილმებია: „რა სურთ ქალებს“ (2000), „სიბრაზის მართვა“ (2003), „რეალური ხარები“ (2007).[8] კრიტიკოსების მხრიდან აღიარება მოიპოვა ტომეის ფილმებმა: „ვარსკვლავების მოწყვეტით“, „ეშმაკის თამაშები“. მნიშვნელოვანი იყო ასევე ფილმები „საძინებელში“ და „რესტლერი“.[9] ამ უკანასკნელ ორ ფილმში შესრულებული როლისთვის ტომეის ჯილდოები მიენიჭა.

ტომეიმ არსებითი სამუშაო გასწია თეატრში მუშაობითაც. ბროდვეის თეატრში აქვს შესრულებული როლები; ერთხანს თეატრში თამაში მოუწია ალ პაჩინოსთან და დაიან უესტთან.

პირადი ცხოვრება [რედაქტირება]

1990-იანი წლების დასაწყისში ტომეი ხვდებოდა რობერტ დაუნის, რომელთანაც ერთად რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა.[10] 1999 წელს ტომეი ხვდებოდა დანა ეშბრუკს,[10][11] ასევე ურთიერთობა ჰქონდა ფრენკ პაგლიზთან, რომელთანაც ერთად იგი გრინვიჩ-ვილიჯში ცხოვრობდა.[10][12] ამჟამად ურთიერთობაში იმყოფება ლოგან მარშალ-გრინთან (დ. 1976), რომელიც აგრეთვე მსახიობია.[13]

ფილმოგრაფია [რედაქტირება]

წელი ქართული სახელი ორიგინალი როლი
1984 ბიჭი ფლამენგოდან The Flamingo Kid მენდი
1984 ტოქსიკური შურისმაძიებელი The Toxic Avenger
1986 თამაშის შენახვა Playing for Keeps ტრეისი
1991 ოსკარი Oscar ლიზა
1991 ზანდალი Zandalee რემი
1992 ჩემი ბიძაშვილი ვინი My Cousin Vinny მონა ლიზა
1992 ბუინობა Equinox როზი
1992 ჩაპლინი Chaplin მეიბლი
1993 ველური გული Untamed Heart ქეროლაინი
1994 მხოლოდ შენ Only You ფეითი
1994 გაზეთი The Paper მართა
1995 პერესის ოჯახში The Perez Family დორიტა
1995 ოთხი ოთახი Four Rooms მარგარეტი
1996 ვარსკვლავების მოწყვეტით Unhook the Stars მონიკა
1997 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სარაიევოში Welcome to Sarajevo ნინა
1998 ბევერლი ჰილზის ჯურღმულები Slums of Beverly Hills რიტა
1998 ჩემი საკუთარი ქვეყანა My Own Country მეტი
1998 სად დადიოდი ? Since You've Been Gone ტორი
1998 მხოლოდ სიყვარული Only Love ილვი
2000 ბედნიერი შემთხვევა Happy Accidents რუბი
2000 მოთვალთვალე The Watcher პოლი
2000 რა სურთ ქალებს What Women Want ლოლა
2000 ჯუნგლის მეფე King of the Jungle
2001 საძინებელში In the Bedroom ნატალი
2001 ფლირტი მხეცთან Someone Like You ლიზი
2001 ჯენიფერი Jenifer ნინა
2002 თორნბერის ველური კინო The Wild Thornberrys Movie ბრი
2002 მხოლოდ კოცნა Just a Kiss პაულა
2002 გურუ The Guru ლექსი
2003 სიბრაზის მართვა Anger Management ლინდა
2004 რა სურთ მამაკაცებს Alfie ჯული
2005 საყვარელი ბიჭი Loverboy სიბილი
2005 ფაქტოტუმი Factotum ლაურა
2006 დანიკა Danika დანიკა
2007 გრეისი ჩვენთან აღარ არის Grace Is Gone
2007 რეალური ხარები Wild Hogs მეგი
2007 ეშმაკის თამაშები Before the Devil Knows You're Dead ჯინა
2008 კორპორაცია 'ომი' War, Inc. ნატალი
2008 რესტლერი The Wrestler პემი
2010 საირუსი Cyrus მოლი
2010 თანაკლასელები Grown Ups
2011 ლინკოლნი ადვოკატისთვის The Lincoln Lawyer მარგარეტი
2011 ეს–სულელური–სიყვარული Crazy, Stupid, Love კეტი
2011 ხსნის ბულვარი Salvation Boulevard ჰონი

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო [რედაქტირება]

  1. Euvino, Gabrielle. The Complete Idiot's Guide to Italian History and Culture. Alpha Books, 2002. ISBN 0-02-864234-1.
  2. Film professor researches how female stardom links to American views on immigration and ethnicity. University of North Texas. October 25, 2001.
  3. Marisa Tomei Biography.. Tiscali.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2011-02-04.
  4. 4.0 4.1 Maris Tomei Biography. Yahoo! Movies. Movies.yahoo.com (1964-12-04). წაკითხვის თარიღი: 2011-02-04.
  5. Collins, Glenn. "Actress's Challenge in Change of Pace and Diction", The New York Times, August 10, 1992. Retrieved October 23, 2007.
  6. The New York Times, 1992. New York Times (1992-03-22). წაკითხვის თარიღი: 2010-05-29.
  7. My Cousin Vinny (1992) Review. The New York Times. წაკითხვის თარიღი: 2011-06-02.
  8. Marisa Tomei Box. Boxofficemojo.com. წაკითხვის თარიღი: 2011-02-04.
  9. Rochlin, Margy. “Vinny's Girlfriend, Climbing Back After Success“, New York Times, 1997-02-02. წაკითხვის თარიღი: 2008-10-18. 
  10. 10.0 10.1 10.2 Marisa Tomei. Hollywood.com. წაკითხვის თარიღი: May 4, 5009.
  11. Marisa Tomei. Ask Men. წაკითხვის თარიღი: 2009-05-04.
  12. Marisa Tomei Biography. Tiscali.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2009-05-04.
  13. Logan Marshall-Green and Marisa Tomei. In Style magazine (2010-06-21). წაკითხვის თარიღი: 2009-03-17.