მანიშტუსუ
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მანიშტუსუ მანიშტუშუ — შუმერისა და აქადის გაერთიანებული სამეფოს მესამე მეფე (ძვ. წ. 2305-2291 წწ.). ილაშქრა ელამის ოლქების ანშანისა და შერიხუმის წინააღმდეგ; დაამარცხა ასევე სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარე 32 მცირე სამთავროს კოლაიცია. ჩვენამდე მოაღწია მანიშტუსუს მიერ შუამდინარეთის ჩრდილოეთით მდებარე თემების ტერიტორიაზე შესყიდული მიწების შესახებ შედგენილმა ხელშეკრულების ტექსტმა, რომელიც ამოკვეთილია ქვის დიდ ოთხწახნაგოვან ფილაზე. იგი გვაწვდის ძვირფას ცნობებს ძველ შუამდინარეთში არსებული მიწისმფლობელობის ფორმებსა და თემის ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 411, თბ., 1983 წელი.